ხვალიდან სტარტს აიღებს დუდუ დადიანის რიგით მე–9 მემორიალი, რომელშიც 9 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ბოლო მომენტში ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა თავდაცვის სამინისტროს გუნდმა, რომელმაც თავისი ეს გადაწყვეტილება მოძალებული ტრავმებით ახსნა. შესაბამისად, კალენდარმაც ცვლილება განიცადა, რომელსაც ბოლოს შემოგთავაზებთ.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, იქ სადაც ეს შეჯიბრი უნდა ჩატარდეს, პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მონაწილე გუნდების მწვრთნელ–ხელმძღვანელები და ტურნირის ორგანიზატორები დაესწრნენ. სუპერლიგის დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ დამსწრეთ დუდუ დადიანის მემორიალის ფორმატი უფრო დაწვრილებით გააცნო და ყველასთვის საინტერესო საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. მწვრთნელებს კი ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს და გუნდებში მომხდარი ცვლილებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულის ვინაობა 24 ოქტომბერს გახდება ცნობილი, მანამდე კი ჯგუფებში განაწილებული გუნდები ერთმანეთში ითამაშებენ და ფინალისტებს გამოავლენენ.
A ჯგუფი
რუსთავი
სსაუ
დინამო
სოხუმი
B ჯგუფი
თსუ
შსს
სამედიცინო
სტუ
ქუთაისი
19 ოქტომბერი
დინამო – სოხუმი 13:00
თსუ – სამედიცინო 15:00
სტუ – შსს 17:00
20 ოქტომბერი
სტუ – ქუთაისი 13:00
შსს – სამედიცინო 15:00
ენერჯი – სსაუ 17:00
21 ოქტომბერი
დინამო – ენერჯი 13:00
სამედიცინო – ქუთაისი 15:00
შსს – თსუ 17:00
22 ოქტომბერი
ქუთაისი – შსს 13:00
თსუ – სტუ 15:00
სოხუმი – სსაუ 17:00
23 ოქტომბერი
სსაუ – დინამო 11:00
ენერჯი – სოხუმი 13:00
ქუთაისი – თსუ 15:00
სამედიცინო – სტუ 17:00
24 ოქტომბერი
ფინალი
A1 – B1 15:00