დუდუ დადიანის მემორიალი. 21 ოქტომბერი, თბილისი. შსს-ს აკადემიის დარბაზი
დინამო-ენერჯი 58:83
15:21, 16:16, 16:24, 11:22
დინამო: ივანეიშვილი (11ქ, 3პ, 7მ), გლუნჩაძე (2ქ), პატარაია (4ქ, 4პ, 5ფ), თვაური (10ქ, 15მ), ეძგვერაძე (13ქ), ალხანაიძე (10ქ, 12მ), წიკლაური (4ქ), ჩაველაშვილი (4ქ)
ენერჯი: ბერუაშვილი (3ქ), მებურიშვილი (4ქ), ცეკვავა (12ქ, 9მ, 4პ, 3ჩ), წივწივაძე (15ქ, 3პ, 3ჩ), აბაიშვილი (3ქ, 4პ), გუგავა (2ქ), არწივიძე (2ქ, 4ჩ), ხმელიძე (9ქ, 9მ, 5ფ), ტუჯანი (14ქ, 10მ, 5პ, 3ჩ, 4დ), ლამუ (19ქ, 5ჩ, 4დ)
მსაჯები: მ. ანდღულაძე, დ. სადღობელაშვილი
სამედიცინო-ქუთაისი 66:87
18:20, 14:22, 15:22, 19:23
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (13ქ, 3პ), ჩაჩიბაია (6ქ), ს. ლეჟავა (10ქ, 5მ, 5პ, 3ჩ), თავართქილაძე (4პ, 4ჩ), ბექაური (8ქ, 6მ, 3დ), ნინიაშვილი (8ქ, 6მ), კეიდია (2ქ, 6მ), ჭოჭუა (19ქ, 5მ).
ქუთაისი: ვ. ცაგარეიშვილი (6ქ, 3პ), დიდია (7ქ), ბ. ბერიშვილი (30ქ), კვიმსაძე (3პ), ტუკვაძე (2ქ), ბოლქვაძე (5ქ, 5მ), ლომინაშვილი (9ქ, 8მ), გ. ბარბაქაძე (6ქ, 5მ), კოღუაშვილი (9ქ, 10მ, 2დ), ქორიძე (13ქ, 3ჩ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე.
თსუ-შსს 60:69
15:7, 10:23, 16:19, 19:20
თსუ: ხიზანიშვილი (2ქ), ფანჩულიძე (5ქ, 5ფ), გაფრინდაშვილი (4ქ, 9პ, 7მ, 5ფ), მარხვაშვილი, კოხრეიძე (4ქ, 11მ, 6პ, 5ჩ), ლონდარიძე (25ქ, 14მ), კორკოტაძე (9ქ), ლოსაბერიძე (2ქ), ყველაშვილი, მათიაშვილი (2ქ, 5მ), დეკანოიძე, შარაბიძე (7ქ).
შსს: დ. ბერიშვილი, ლაფანაშვილი (14ქ, 8მ, 3ჩ), ლეჟავა (13ქ), ნიკოლაძე (4ქ), ი. ბერიშვილი (5ქ, 5პ), კოტონი (17ქ), მარკოიშვილი (6ქ, 3პ), იმნაძე (9ქ, 11მ), შერმადინი, ტომარაძე, სუხისვილი (1ქ, 5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი
A ჯგუფი
თ მ წ ქ
1. ენერჯი 2 2 0 4
2. სოხუმი 1 1 0 2
3. დინამო 2 0 2 2
4. აგრარული 1 0 1 1
B ჯგუფი
თ მ წ ქ
1. შსს 3 3 0 6
2. ქუთაისი 2 2 0 4
3. თსუ 2 1 1 3
4. სამედიცინო 3 0 3 3
5. სტუ 2 0 2 2
მემორიალის მესამე დღე საინტერესო გამოდგა. ერთის მხრივ, ქუთაისელებმა დაამტკიცეს, რომ საკმაოდ სერიოზული ამბიციები აქვთ, მეორეს მხრივ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმაც ცხადყო, რომ სეზონის პირველი ტიტულის მოგების უმთავრესი კანდიდატია.
შემადგენლობას რომ თავი დავანებოთ, შსს–ს თამაშის განსხვავებული სტილი აქვს, რომლის წინააღმდეგაც ვერც თსუ–მ გააწყო ვერაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი ღირსეულად ებრძოლა მასპინძელ შსს–ს და ბოლო მეოთხედამდე შანსს ინარჩუნებდა, თამაშის მსვლელობიდან ჩანდა, რომ არჩილ ჟღენტის გუნდს მეტი რესურსი გააჩნდა.
ამერიკელი ტროი კოტონი მართლაც კარგი მსროლელია. ის ამერიკის სტუდენტურ ლიგაში საშუალოდ 3 სამქულიანს აგდებდა, საქართველოშიც ზუსტად ასეთი წარმატების ესვრის. სამ მატჩში კოტონს 9 სამიანი აქვს ჩაგდებული. თსუ–ს კოტონმა 4 შორი სროლა ჩაუგდო, თანაც ისეთ მომენტებში, როცა თსუ გამართულად თამაშობდა და გარკვეულ უპირატესობასაც ფლობდა. სტუდენტებმა პირველი მეოთხედი მართლაც კარგად ჩაატარეს და შსს–ს 15:7 მოუგეს, მაგრამ სწორედ კოტონის სამიანებმა გამოაცოცხლა მასპინძლები და მეორე მეოთხედი შსს–მ 23:10 მოიგო, რითაც დიდ შესვენებაზე 5–ქულიანი ლიდერობით გავიდა.
მეორე ტაიმში შსს–ს ბესო ლეჟავა შეეწია, რომელმაც არაერთი შედეგიანი გარღვევა განახორციელა, ლექსო ლაფანაშვილმა და კოტონმა შორიდან დალაშქრეს სტუდენტების ფარი და ბოლო მეოთხედში ყველაფერი შსს–ს სასარგებლოდ გადაწყდა. თსუ–ში უნდა გამოვარჩიოთ ახალწვეული ილია ლონდარიძე, რომელიც სტუდენტებს 25 ქულითა და 14 მოხსნით შეეწია. სტუდენტთაგან მის გარდა ათქულიანი ზღვარი ვერავინ ვერ დასძლია.
ქულების მიხედვით მესამე ტურის ლიდერი „ქუთაისის“ უკანახაზელი ბუბა ბერიშვილი გახდა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. მისი და ახალგაზრდა ბექა ქორიძის ძალისხმევით იმერლებმა „სამედიცინოს“ შანსი არ დაუტოვეს და 21 ქულის სხვაობით დაამარცხეს.
22 ოქტომბერს მემორიალზე 3 მატჩი გაიმართება:
ქუთაისი – შსს 13:00
თსუ – სტუ 15:00
სოხუმი – სსაუ 17:00
ენერჯი – დინამო
თსუ – შსს
ქუთაისი– სამედიცინო