დუდუ დადიანის მემორიალის პირველი დღე საინტერესო გამოდგა

დუდუ დადიანის მემორიალის პირველი დღე საინტერესო გამოდგა

 
დუდუ დადიანის IX მემორიალი.შსს–ს აკადემია. ჯგუფური ეტაპი. 19 ოქტომბერი
 
 
დინამო 50:94 სოხუმი
12:22 8:23 12:20 18:29

 დუდუ დადიანის მემორიალის პირველ დღეს სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგან პირველი „დინამოსა“ და „სოხუმის“ დაპირისპირება იყო. ეს შეხვედრა სხვებთან შედარებით ნაკლებად საინტერესო გამოდგა და ამ კითხვაზე პასუხი ანგარიშიდან ჩანს. 2 ამერიკელი შავკანიანი ლეგიონერითა და რამდენიმე რიგიანი ქართველი მოთამაშით გაძლიერებულმა „სოხუმმა“ 44 ქულის სხვაობით დაამარცხა მთლიანად ახალგაზრდა მოთამაშეების იმედად დარჩენილი „დინამო“.
 
სოხუმელთადან თავი გამოიჩინა გასული 4 წლის განმავლობაში ამერიკის სუდენტურ ლიგაში მოთამაშე ლაშა ფარღალავამ, რომელმაც 27 ქულას 7 პასიც მოაყოლა. არანაკლებ სარგებლიანი იყო ამერიკელი რიჩარდ დამუსი, რომელიც სოხუმელებს 20 ქულითა და 13 მოხსნით შეეწია.
 
 

შეტევაზეა ლაშა ფარღალავა
 

“სოხუმის” ამერიკელი მეფარე რიჩარდ დამუსი
 

ლაშა ფარღალავა
 
 
 
 თსუ 75:70 სამედიცინო
25:17 14:19 18:18 18:16

 
ძალიან საინტერესოდ წარიმართა თსუ–სა და „სამედიცინოს“ მატჩი. პირველი მეოთხედის 8 ქულით მოგების შემდეგ თსუ ცოტა მოდუნდა და „მედიკოსებს“ თამაშის გათანაბრების საშუალება მიეცათ. საბოლოოდ ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა. „სამედიცინომ“ გადამწყვეტი სამქულიანი ააცილა და თსუ–მ ბოლო წამზე ანგარიში 5–ამდე გაზარდა.
 
ორივე გუნდი საგრძნობლად გადასხვაფერებულია გასულ სეზონთან შედარებით. ეს განსაკუთრებით „მედიკოსებზე“ ითქმის, რომელსაც თითქმის ახალი და რაც მთავარია, ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და თუკი კარგად შეთამაშდებიან, „მედიკოსებს“ სერიოზული შედეგისთვის შეუძლიათ ბრძოლა.
 
 

თსუ–ს გამთამაშებელი გიორგი გაფრინდაშვილი
 

“სამედიცინოს” ფარს უტევს რიჩარდ მათიაშვილი
 

ბურთითაა “სამედიცინოს” ახალწვეული მიხეილ ჭოჭუა
 
სტუ 73:86 შსს
15:18 11:27 32:18 15:23

 
დღის ბოლო მატჩში ერთმანეთს მასპინძელი და ფავორიტად მიჩნეული „შსს“ და სტუ ხვდებოდნენ. არჩილ ჟღენტის გუნდმა პირველი ტაიმი იოლად – 45:26 მოიგო, რაშიც ლომის წილი შეიტანა შსს–ს ამერიკელმა ლეგიონერმა ტროი კოტონმა. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა ძირითადი შემადგენლობა დაასვენეს, რითაც ისედაც კარგად მოთამაშე, მონდომებულმა ტექნიკოსებმა ისარგებლეს და აღნიშნული მეოთხედი 14 ქულით მოიგეს. სტუ ბოლო მეოთხედში 5 ქულითაც კი მიუახლოვდა შსს–ს, მაგრამ საბოლოოდ „ძალოვანთა“ გუნდმა მაინც იძალა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.
 
 

“სტუ–ს კალათს უტევს შსს–ს ახალწვეული დავით იმნაძე
 

ლექსო ლაფანაშვილის  შეტევა
 

ბურთითაა გიორგი ნიკოლაძე
 

შსს–ს ამერიკელმა ლეგიონერმა ტროი კოტონმა კარგად ითამაშა