დუდუ დადიანის მემორიალის წინ – თბილავიამშენი, დინამო, მაკაბი.

თბილავიამშენი

შემადგენლობა
უკანა ხაზი: ირაკლი ხოშტარია, კოტე ტუღუში, ბიქტორ კვიმსაძე, გიორგი ნიკოლაძე, ნოდარ ბერაია, ლევან მოსეშვილი. ფორვარდები: ლუკა შანიძე, დავით ბარბაქაძე, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თორნიკე ნინიაშვილი.
ცენტრები: პლასიდე როდუმტა, ვლადიმერ სუხიშვილი, დავით იმნაძე..
მთავარი მწვრთნელი: ლევან მოსეშვილი.ასისტენტი: ვაჯა მხეიძე.ექიმი: გიორგი ნათენაძე.გუნდის უფროსი: ლევან ჭალისური..
მოვიდნენ: ლუკა შანიძე (თსუ), ნოდარ ბერაია (სტუ), კოტე ტუღუში ზვიადზოტი), დავით იმნაძე (თსუ), ვახტანგ ნაცვლიშვილი (დიჟონი, საფრანგეთი). წავიდნენ: ზვიად ბაბიაშვილი (აზოტი), დავით ბერიშვილი (მაკაბი), ირაკლი ლოსაბერიძე (თსუ), ირაკლი ბერიშვილი (მაკაბი), ირაკლი კეიდია (თსუ).
ძლიერი მხარე: კარგად დაბალანსებული შემადგენლობა, გამოცდილება.
სუსტი მხარე: შარშანდელ ჩემპიონატში გუნდის ლიდერები ძალიან ხშირად იღებდნენ სხვადასხვა სახის ტრავმებს.
კაპიტანი: ირაკლი ხოშტარია.
მიზანი: დუდუ დადიანის თასზე გუნდის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა, ხოლო ჩემპიონატში კი “თბილავიამშენის” პროგრამა-მაქსიმუმი ფლეი ოფში გასვლა იქნება.
დინამო
შემადგენლობა
უკანა ხაზი: ლექსო ლაფანაშვილი, გიორგი გულისაბედაშვილი, ზურაბ ბადრიძე, არჩილ ჟღენტი, გიორგი კუჭავა, ნოდარ სიგუა. ფორვარდები: ოთარ ფაიქრიძე, ნიკოლოზ წერეთელი, ვახტანგ ბოლქვაძე, დავით მაისურაძე, გიორგი ყველაშვილი, ლაშა დევიძე.
ცენტრები: რევაზ ათანელიშვილი, გულივერ ახალკაცი.
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ცაგარეიშვილი.
ექიმი: ზურაბ იოსელიანი.
მოვიდნენ: არჩილ ჟღენტი (კარიერა განაახლა), გიორგი კუჭავა (დინამო-2),  ლაშა დევიძე (სტუ), დავით მაისურაძე (სტუ), გულივერ ახალკაცი (სტუ).
წავიდნენ: დავით მურჯიკნელი, დავით გვიმრაძე (ვითა), ვიქტორ კოღუაშვილი (მაკაბი), ნიკოლოზ ნოზაძე (ვითა).
ძლიერი მხარე: ძლიერი უკანა ხაზი, არჩილ ჟღენტის დაბრუნება..
სუსტი მხარე: გამოუცდელობა.
კაპიტანი: ლექსო ლაფანაშვილი.
მიზანი: დუდუ დადიანის თასს გუნდი სუპერლიგისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს, თუმცა ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლას მაინც ეცდება. სუპერლიგაზე კი “დინამო” ფლეი ოფისთვის იბრძოლებს. გუნდს მემორიალზე არ ეყოლება ტრავმირებულები, სიგუა და ბოლქვაძე.
მაკაბი
შემადგენლობა
უკანა ხაზი: დავით ბერიშვილი, ირაკლი ბერიშვილი, ირაკლი დოლიძე, გიორგი გაგლოშვილი, ირაკლი სორდია, გიორგი ჯიქია.. ფორვარდები: გივი ვაშაკიძე, გიორგი პირველაშვილი, ზურაბ კორკოტაძე, დავით ხიზანიშვილი..
ცენტრები: გიორგი შერმადინი, სოსო შერმადინი, ვიქტორ კოღუაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ჯამლეტ ხუხაშვილი.
მოვიდნენ: დავით ბერიშვილი, ირაკლი ბერიშვილი (ორივე თბილავიამშენი), დავით ხიზანიშვილი (თსუ), ვიქტორ კოღუაშვილი (დინამო), გიორგი ჯიქია (კოლხა), ირაკლი სორდია (ირანის I ლიგა). წავიდნენ: გოჩა კორძაძე (ვითა), ერეკლე ჯგერენაია (თსუ).
ძლიერი მხარე: ერთსულოვნება.
სუსტი მხარე: მაღალი ადგილის მოპოვების გამოუცდელობა.
კაპიტანი: გიორგი შერმადინი.
მიზანი: ლამაზი კალათბურთის დემონსტრირება.