თსუ
შემადგენლობა
უკანა ხაზი: შალვა კოხრეიძე, დავით არწივიძე, მიხეილ ჩიტაშვილი, შალვა ხეცურიანი, გიორგი მამაცაშვილი.
ფორვარდები: მიხეილ ფანჩულიძე, ლაშა ლოსაბერიძე, ზვიად ივანეიშვილი, გიორგი ელანიძე, ირაკლი კეიდია, ერეკლე ჯგერენაია, ლევან ტყეშელაშვილი.
ცენტრი: რიჩარდ მათიაშვილი. მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ ჭეიშვილი.ასისტენტი: ნუგზარ მარკოიშვილი.ექიმი: გიორგი ბასილაია.გუნდის უფროსი: მაია ლომინეიშვილი.
მოვიდნენ: შალვა კოხრეიძე (სტუ), მიხეილ ჩიტაშვილი (ირანის I ლიგა), გიორგი მამაცაშვილი, ლაშა ლოსაბერიძე (თბილავიამშენი), ერეკლე ჯგერენაია (მაკაბი), ირაკლი კეიდია (თბილავიამშენი).
წავიდნენ: ლუკა შანიძე, დავით იმნაძე (ორივე თბილავიამშენი), ბუბა ბერიშვილი (ვითა), მიხეილ ბერიშვილი (ვითა), ბესიკ ლეჟავა (აზოტი), გიორგი მარხვაშვილი (ვითა), ნიკოლოზ ვეფხვაძე, ზურაბ სანიკიძე.
ძლიერი მხარე: სისწრაფე, პირველი შეტევა.
სუსტი მხარე: მაღალი მოთამაშეების ნაკლებობა.
კაპიტანი: შალვა ხეცურიანი.
მიზანი: დუდუ დადიანის თასზე ფინალში გასვლა და ჩემპიონატში ფლეი ოფში მოხვედრა. სამწუხაროდ, დუდუ დადიანის მემორიალზე გუნდს არ ეყოლება ტრავმირებული კაპიტანი შალვა ხეცურიანი.
ვითა
შემადგენლობა
უკანა ხაზი: გიორგი მარხვაშვილი (თსუ), ნიკოლოზ ნოზაძე (დინამო), ირაკლი ძიძიგური (სტუ), დავით გასიტაშვილი (მაკაბი), ბუბა ბერიშვილი (თსუ).
ფორვარდები: ვლადიმერ ბეჟანიშვილი (აზოტი), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), გიორგი მარკოიშვილი (აზოტი), დავით გვიმრაძე (დინამო).
ცენტრები: დავით ბერძენიშვილი (აზოტი), ლუკა ნოზაძე (სტუ), გოჩა კორძაძე (სტუ), გიორგი ცერცვაძე (აკადემია).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ტომარაძე.ასისტენტები: მიხეილ კობეშავიძე, თემურ აბულაძე..ექიმი: მიხეილ სურამელაშვილი.გუნდის უფროსი: ზურაბ გლოვერი.
ძლიერი მხარე: თავად ის ფაქტი, რომ “ვითა” აღდგა..
სუსტი მხარე: შეუთამაშებლობა და 7-წლიანი პაუზა.
კაპიტანი: ვლადიმერ ბეჟანიშვილი.
მიზანი: დუდუ დადიანის თასზე ჩემპიონატისთვის უკეთ მომზადება, გუნდის შეთამაშება. სუპერლიგაზე გუნდის მიზანი ფლეი ოფში მოხვედრა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა იქნება.
აზოტი (რუსთავი)
შემადგენლობა
უკანა ხაზი: რამაზ გოგობერიშვილი, ლევან ცეკვავა, ბესიკ ლეჟავა, გიორგი გამყრელიძე, მიხეილ ჭოჭუა, ანატოლი ბოისა, გეგი ლიპარტელიანი. ფორვარდები: ზვიად ბაბიაშვილი, რევაზ დიდია, ჟულივეტ ტუჯანი.
ცენტრები: აკაკი დვალიშვილი, იური დანელიანი.
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.ასისტენტი: მიხეილ ბერუაშვილი.ექიმი: ბიძინა ჯაგაშვილი.გუნდის უფროსი: ამირან ხაჩიძე.
მოვიდნენ: ზვიად ბაბიაშვილი (თბილავიამშენი), ბესიკ ლეჟავა (თსუ), აკაკი დვალიშვილი (აზოტი-2), იური დანელიანი.
წავიდნენ: გიორგი მარკოიშვილი, ვლადიმერ ბეჟანიშვილი, დავით ბერძენიშვილი (სამივე ვითა), ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი), ბოიან მალეშევიჩი, კოტე ტუღუში (თბილავიამშენი).
ძლიერი მხარე: უკანა ხაზი, ფორვარდები.
სუსტი მხარე: ცენტრი.
კაპიტანი: რამაზ გოგობერიშვილი.
მიზანი: დუდუ დადიანის თასზე “აზოტის” მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა. გუნდი აღნიშნულ ტურნირს ასევე სუპერლიგისთვისა და ფიბას თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავს.