დუდუ დადიანის თასისთვის რუსთაველები სასოფლო ინსტიტუტის გუნდს შეერკინებიან

დუდუ დადიანის მე–7 მემორიალი. 7–10 ოქტომბერი. რუსთავი
 
9 ოქტომბერი
სასოფლო 80:70 თბილავიამშენი
22:18 17:15 14:18 27:19
სასოფლო: წივწივაძე (21), მარხვაშვილი (13), მ. ბერიშვილი (10), გვიმრაძე (10), ათანელიშვილი (8 ქულა, 12 მოხსნა); ჩაჩიბაია (4), გულისაბედაშვილი (4), ძიძიგური, ტყეშელაშვილი (10)
ავიამშენი: ი. ბერიშვილი (8), კვიმსაძე, ბოისა (16), ნაცვლიშვილი (15), ს. შერმადინი; ბერაია (5), მინაშვილი (4), მათიაშვილი (20), ნინიაშვილი (2), პირველაშვილი
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით არეშიძე
კონისარი: როლანდ ხომერიკი
 
თსუ 105:101 დინამო
30:27 23:24 24:28 28:22
თსუ: გაფრინდაშვილი (27), მარკოიშვილი (8), დ. ბარბაქაძე (32), გ. ბარბაქაძე, ყველაშვილი (20); კოხრეიძე (9), შანიძე (7), ახალკაცი (2)
დინამო: ბაქრაძე (3), ნანიტაშვილი (2), კორკოტაძე (19), ბოლქვაძე (2), ხიზანიშვილი (19); ლაფანაშვილი (30), სორდია (17), სიგუა (5), ხანიაშვილი (2), გემაზაშვილი, ბააკაშვილი (2)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
ენერჯი–ინვესტი 97:77 ნტდ–თბილისი
21:24 29:11 24:22 23:20
ენერჯი–ინვესტი: გამყრელიძე (21), რადოიჩიჩი (8), მაკფერსონი (10), ვუკადინოვიჩი (12), უგრეხელიძე (7); ბაბიაშვილი (9), ლეჟავა (14), დიდია, ტუღუში (11), ტუჯანი (2), ჭოჭუა (3), არწივიძე
ნტდ–თბილისი: ჩიტაშვილი (11), ფაშაევი (12), კეიდია (8), ბახშიევი (9), როდუმტა (11); ტეტელაშვილი (2), სარიევი (15), ნიფთალიევი (5), მამაცაშვილი, სუხიშვილი, კოღუაშვილი, ქარსელაძე (4)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, ხათუნა გაბედავა
კომისარი: როლანდ ხომერიკი
 
სატურნირო ვითარება
 
 A ჯგუფი
სასოფლო                   2    2    0    4
თბილავიამშენი       2    1    1    3
მაკაბი                         2    0    2    2
 
B ჯგუფი
ენერჯი–ინვესტი      3    3    0    6
თსუ                             3    2    1    5
დინამო                       3    1    2    4
ნტდ. თბილისი         3    0    3    3
 
 
ახლახან შექმნილმა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდმა პირველივე ტურნირში სიურპრიზი შესთავაზა ქომაგებს. მიხეილ კობეშავიძის დამოძღვრილმა გუნდმა დღეს რუსთავში, დუდუ დამიანის მეომორიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საკმაოდ ამბიციური „თბილავიამშენი“ დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
სეზონი ახალი დაწყებულია და ჯერ ძნელია გუნდების შეძლებულობაზე ლაპარაკი, მაგრამ „ავიამშენი“ რომ ამ ტურნირის ფავორიტად ითვლებოდა, შემადგენლობიდანაც კარგად ჩანდა. თუმცა მხოლოდ შემადგენლობა რომ ბევრს არაფერს ნიშნავს, ეს ერთხელაც გამოჩნდა – ახალგაზრდულმა, თუმცა გამართულად მოთამაშე სასოფლო ინსტიტუტელებმა დაძაბულ ბრძოლაში გამოჰგლიჯეს გამარჯვება და მასთან ერთად ფინალის საგზური ლევან მოსეშვილის გუნდს.
თამაში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, როცა კობეშავიძის შეგირდებმა დიდი მოწაგინებით და რაც მთავარია, გუნდურად ითამაშეს. ერთბაშად 5 მოთამაშე ასცდა 10–ქულიან ზღვარს, თუმცა სასოფლოელთაგან ყველაზე მარჯვედ ბექა წივწივაძემ ითამაშა, რომელმაც 21 ქულას 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაყოლა. „ავიატორებს“ ვერ უშველა ვახტანგ ნაცვლიშვილის გამოცდილებამ, ვისი 20 ქულაც კი წაადგა მოსეშვილის გუნდს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეორე მატჩმაც გვარიან დააბულობაში ჩაიარა. ზაზა ცაგარეიშვილის „დინამოს“ არცთუ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ იოლად არავის არაფერს დაუთმობს. დინამოელებმა პირველ ტურში „ნტდ–თბილისი“ დაამარცხეს, დღეს კი თსუ–საც გაუძალიანდნენ და როტაც რომ მოენდომებინათ, გამარჯვებასაც გამოკრავდნენ ხელს.
ამ მატჩს არ ჰქონდა სატურნიროდ პრინციპული მნიშვნელობა, რადგან ჯგუფიდან გამსვლელის (ენერჯი–ინვესტი) ვინაობა ცნობილი იყო, თუმც ორივე გუნდს გულით უნდოდა გამარჯვება და საამოსოდ არც ერთმა არაფერი არ დაიშურა.
პირველი მეოთხედის 3 ქულით მოგების შემდეგ თსუ მოეშვა, რითაც ისარგებლეს დინამოელებმა და ლექსო ლაფანაშვილის წინამძღოლობით მეორე ათწუთეულში ლიდერობას დაეპატრონენ. ცაგარეიშვილის გუნდი ბოლო მეოთხედამდე იგებდა, მაგრამ ვეღარ გაუძლო სტუდენტთა ტრიოს – გაფრინდაშვილი, ყველაშვილი, დავით ბარბაქაძის დაწოლას და საბოლოოდ 4 ქულით დამარცხდა. ხსენებულმა თსუ–ს ტრიომ კი ჯამში 79 ქულა მოაგროვა.
 

ბურთით რუსთაველთა სერბი ლეგიონერი ბოიან ვუკადინოვიჩი
 
დღის ბოლო შეხვედრა თავიდან იყო საინტერესო, სანამ „ნტდ–თბილისი“ წინააღმდეგობას უწევდა „ენერჯი–ინვესტს“. ის კი არა, აზერბაიჯანელებით გაძლიერებული ნტდ, ევროპელი,ამერიკელი და აფრიკელი ლეგიონერების მყოლ რუსთაველებს მეორე მეოთხედამდე უგებდა.
ნუგზრ კანდელაკის გაწვრთნილი ენტედელები ზონაში გამაგრდნენ და მათი დაცვითი ხაზის გაჭრა რუსთაველებს უჭირდათ. როგორც ნამატჩევს „ენერჯი–ინვერსიტ“ თავკაცმა დავით უსტიაშვილმა თქვა, ლეგიონერები ახალი ჩამოსულები არიან და მათთან ჯერ სრულყოფილად არ აუხსნიათ ის კომბინაციები, რომლებსაც რუსთაველები ზონაში ჩამდგარი მეტოქის წინააღმდეგ ათამაშებენ.
 

 
პირველი მეოთხედი კანდელაკის გუნდმა 3 ქულით მოიგო, მერე 27:21–ითაც დაწინაურდა, თუმცა ეს იყო და რუსთაველები აბობოქრდნენ. მათ სამწუთეული 13:0 მოიგეს, სოლიდურად დაწინაურდნენ და თამაშის ბოლომდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ.
მაშ ასე, ხვალ რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში მთავარი მატჩი 17 საათზე გაიმართება: ფინალში მასპინძელი „ენერჯი–ინვესტი“ დებიუტანტ „სასოფლოს“ შეხვდება. მანამდე კი მესამე ადგილისთვის თსუ „ავიამშენს“ შეერკინება, ხოლო მეხუთე ადგილისთვის „მაკაბი“ და „დინამო“ ითამაშებენ.
 

ბურთით რუსთაველთა ამერიკელი ლეგიონერი პოლ მაკფერსონი
 

რუსთაველები წუთშესვენებაზე დარიგებებს დავით უსტიაშვილისგან იღებდნენ
 
 

კოტე ტუღუში “ენერჯი–ინვესტშიც” დამცავი ნიღბით თამაშობს