აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკმა“ მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო „კუპოლ-როდნიკის“ და რუსეთის სუპერლიგა 1-ის ნახევარფინალს მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ სერიის პირველი მატჩი ნოვოსიბირსკელებმა 97:52 მოიგეს დ ამ მატჩში ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა.
მეორე შეხვედრაში დვალიშვილი შედარებით მოკრძალებული იყო. ის მხოლოდ 7:10 წუთით გამოჩნდა მოედანზე და 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. წინა მატჩის მსგავსად, დვალიშვილმა ამჯერადაც ზუსტი მიზანი გამოავლინა და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგო. რაც შეეხევა მატჩს, წინამორბედზე ბევრად დაძაბული იყო და „ნოვოსიბირსკის“ გამარჯვებით – 69:64 დასრულდა.
„ნოვოსიბირსკი“ სერიას 2:0 იგებს და 1 გამარჯვება სჭირდება ნახევარფინალში გასასვლელად. მორიგ მატჩს დვალიშვილის გუნდი 29 მარტს, სტუმრად გამართავს. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ციმბირელებს მეტოქედ „სახალინსა“ და „ირკუტსკს“ შორის გამარჯვებული ელის.