დვალიშვილის 7 ქულა 10 წუთში და “ნოვოსიბირსკის” გათანაბრებული ნახევარფინალური სერია

დვალიშვილის 7 ქულა 10 წუთში და “ნოვოსიბირსკის” გათანაბრებული ნახევარფინალური სერია

აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკი“ რუსეთის სუპერლიგა 1-ის ფინალში გასასვლელად იბრძვის. ნახევარფინალურ სერიაში ციმბირელების მეტოქე „ირკუტსკია“, რომელთანაც დვალიშვილის გუნდმა მოგებ-წაგება გაცვალა.
ნოვოსიბირსკელებს მოედნის უპირატესობა ჰქონდათ, რომელიც სერიის პირველ მატჩში 68:70 წაგებით დაკარგეს. ამ შეხვედრაში დვალიშვილს არ უთამაშია, დღეს კი „ნოვოსიბირსკმა“ მეტოქეს 84:64 სძლია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
დვალიშვილმა 10 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანიც იყო. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. დვალიშვილმა საბოლოოდ 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. საუკეთესო კი აალექსანდრ ლავნიკოვი იყო 19 ქულით.
სერიის მომდევნო მატჩები ირკუტსკშ, 16 და 17 აპრილს გაიმართება. ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 3 გამარჯვებას მოიპოვებს.