დვალიშვილის „ნოვოსიბირსკი“ რუსული სუპერლიგის ლიდერია. ციმბირულმა გუნდმა გასულ ტურში უშუალო კონკურენტ „ირკუტსკს“ 83:75 მოუგო და ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა.
ქართველმა ფორვარდმა გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო. დვალიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 17:36 წუთი გაატარა. აკაკიმ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოო ჯამში მას 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დაუგროვდა. დვალიშვილმა ბურთი 3-ჯერ დაკარგ და მოედანი 5 პერსონალური ჯარიმის მიღების შემდეგ დატოვა.
ციმბირულ გუნდში საუკეთესო შედეგი – 20 ქულა და 8 მოხსნა ალექსეი კურცევიჩს ჰქონდა. 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ალეკსანდრ ლავნიკოვმა. გამთამაშებელ სერგეი ტოკარევის ანგარიშზე 13 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
8 მოგებითა და 1 მარცხით „ნოვოსიბირსკი“ 13-გუნდიან სუპერლიგა 1-ში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი ქალაქ სუმის „ტემპთან“, 4 დეკემბერს გამართავს.