დვალიშვილის “ნოვოსიბირსკმა” ბრძოლაში იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა

დვალიშვილის “ნოვოსიბირსკმა” ბრძოლაში იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა

მცირე შესვენების შემდეგ განახლდა რუსეთის რანგით მეორე  დივიზიონის – სუპერლიგა 1-ის მატჩები. გათამაშების ლიდერმა „ნოვოსიბირსკმა“ დიდი ბრძოლა გადაიტანა. აკაკი დვალიშვილის გუნდმა სუმის „ტემპს“ უმასპინძლა და 3 ქულის სხვაობით – 72:69 დაამარცხა.
ციმბირული გუნდის ქართველი ფორვარდი ტრადიციულად, სტაბილურად გაისარჯა. დვალიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე კი 15:06 წუთით გამოჩნდა და 9 ქულსასთან ერთად 5 მოხსნაც მიითვალა. აკაკიმ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
ნოვოსიბირსკელთაგან 16 ქულით ბომბარდირი გახდა ალექსანდრ კურცევიჩი, 12-12 ქულა მიითვალეს დმირტი მაკეევმა და ალექსანდრ ლავნიკოვმა. 10 ტურის შემდეგ 9 მოგებით „ნოვოსიბირსკი“ სუპერლიგა 1-ის ლიდერია.  მომდევნო ტურში, 8 დეკემბერს, დვალიშვილის გუნდი ეკატერინბურგის „ურალს“ უმასპინძლებს.