რუსთავულმა „ენერჯი–ინვესტმა“ მეორე შინაური მატჩიც მოუგო შინაგან
საქმეთა სამინისტროს გუნდს და ნახევარფინალურ სერიაში ანგარიშით – 2:0 დაწინაურდა.
თუკი პირველ შეხვედრაში გაუჭირდათ, დღეს რუსთაველებმა იოლად მოუგეს შსს–ს.
შეხვედრა „ძალოვანთა“ უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედის
მიწურულს შსს უკვე სოლიდურად იგებდა – 22:10. რუსთაველებმა დაახლოებით ასე დაიწყეს
ნახევარფინალის მპირველი შეხვედრაც: თავიდან აგებდნენ, თუმცა მერე ისე ათამაშდნენ,
რომ დამაჯერელები ლიდერობაც მოიპოვეს და თბილისელთათვის მატჩის ბოლომდე შანსი აღარ
მიუციათ.
პირველი მეოთხედი სტუმრებმა 24:17 მოიგეს, მეორე ათწუტეულიდან კი
მასპინძლებმა ანგარიშის გაქვითვას მიჰყვეს ხელი და დიდი შესვენებისთვის 5–ქულიანი
უპირატესობაც მოიპოვეს – 36:31.
მესამე მეოთხედი გამოდგა გადამწყვეტი. რუსთაველებმა სამქულიანების
სეტყვა დაუშინეს შსს–ს. ანატოლი ბოისამ, დომონიკ ტილფორდმა და გიორგი
პირველაშვილმა შორი მანძილებიდან იმდენი ბურთი ჩააგდეს, რომ რუსთაველთა
უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია. აქ კი საბოლოოდ გატყდა შსს და ბოლო მეოთხედმა აზრი
ფაქტობრივად დაკარგა.
საბოლოოდ რუსთაველებმა 20 ქულით მოიგეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.
მომდევნო შეხვედრა 29 აპრილს სპორტის სასახლეში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ
ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც სამ გამარჯვებას მოიპოვებს.