მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. რუსთავი. 20 იანვარი
ენერჯი 76:74 სტუ
18:16 17:16 20:24 21:18
ენერჯი: მაჭავარიანი (15), ბერუაშვილი, მებურიშვილი (4), აბაიშვილი (15ქ, 8პ), გუგავა (5ქ, 9მ), ლამუ (25ქ, 10მ), თვარაძე (7), გ. არაბული (3), ობგაიძე (2)
სტუ: ჭოხონელიძე (1), ვ. ბერუაშვილი (17), ჩიკვილაძე (22), გასიტაშვილი (3), თევზაძე (3), კობიძე, ჯანგველაძე (14), ლაშქარაძე (2), ძიძიგური (5), ახალკაცი (7)
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, მალხაზ ანდღულაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
მემორიალის შარშანდელმა გამარჯვებულმა რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ მიმდინარე ტურნირში მეორე მატჩიც მოიგო და B ჯგუფში გალიდერდა. რუსთველები ხვალ „სოხუმს“ ეთამაშებიან ფინალში გასასვლელ მატჩში.
მიუხედავად იმისა, რომ ქვემოქართლურმა გუნდმა შემადგენლობის ძირითადი ბირთვი დაკარგა, „ენერჯი–ინვესტი“ მაინც ახერხებს გამარჯვებების მოპოვებას. ზნელი სათქმელია, რას იზავენ რუსთველები ხვალ სოხუმელებთან, თუმცა ფაქტია – მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა მემორიალზე ზედიზედ 2 მატჩი მოიგო და ფინალში გასასვლელად 1 გამარჯვებაღა აკლია.
სტუ არაა სუსტი გუნდი, სუპერლიგის პირველი წრის ბოლო სამი მატჩი მოიგო და დღესაც, რუსთაველებთან, მხოლოდ მოგებას გეგმავდა, მაგრამ მასპინძლებმა არ დაანებეს. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. რუსთაველებმა პირველი მეოთხედის ბოლოს რომ მოიპოვეს უპირატესობა, მთელი თამაშის მანძილზე ინარჩუნებდნენ. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე რუსთაველები 69:60 იგებდნენ, მაგრამ სტუმ ღირსეულად იბრძოლა ბოლომდე და მატჩის მოგების რეალური შანციც ჰქონდა, მაგრამ კარგად ითამაშა კამერუნელმა სამუელ ლამუმ. რუსთველთა აფრიკელმა ლეგიონერმა გადამწყვეტ მომენტში იყოჩაღა და მაშინ, როცა სტუ–მ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, რუსთველებს მნიშვნელოვანი ქულები შემატა. ბოლო წუთზე უნდა აღინიშნოს ქაქუცა აბაიშვილის კარგი თამაში, რომელზეც ტექნიკოსები დროის მოსაგებად ტაქტიკურ ჯარიმებს იღებდნენ, თუმცა „ენერჯის“ გამთამაშებელმა 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო და თავისიანებს 3–ქულიანი უპირატესობა შეუნარჩუნა.
ბოლო წამებზე გიორგი ლაშქარაძემ გამთანაბრებელი სამქულიანი ესროლა, მაგრამ ააცილა და ფინალში გასვლის შანსსაც გამოეთხოვა. სტუ–ელთაგან საუკეთესოები ბექა ჩიკვილაძე (22 ქულა) და ვასილ ბერუაშვილი (17) გახდნენ. რუსთსაველთაგან კი კვლავ ლამუ გახდა ბომბარდირი (25 ქულა), აბაიშვილს და ზურაბ მაჭავარიან კი 15–15 დაუგროვდათ.
დღეს, 18 საათზე ამავე ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა დაიწყო „სოხუმსა“ და „დინამოს“ შორის.
B ჯგუფი
ენერჯი 2 2 0 150:117 4
სოხუმი 1 1 0 104:85 2
სტუ 2 0 2 159:180 2
დინამო 1 0 1 43:74 1