ეროვნულ ნაკრებს ტაირონ ელისი შეუერთდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებში მატებაა. ავსტრიაში შეკრებაზე მყოფ იგორ გოგოშკოვის გუნდს ქართულად ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, ესპანური „კახასოლის“ მოთამაშე ტაირონ ელისი შეემატა.
ელისმა სეზონი 1 თვის წინ დაასრულა, მაგრამ ნაკრების თავკაცისგან დასვენება, საკუთარი ოჯახის მონახულება ითხოვა და უარი არც მიუღია. ელისი ამერიკაში იყო და გასული სეზონის განმავლობაში დაღლილ კუნთებს ადუნებდა. დღეს იგი უკვე ავსტრიაშია და საქართველოს ნაკრებთან სრული დატვირთვით ვარჯიშობს. როგორც ცნობილია, ზეგ ნაკრებს ზაზა ფაჩულია უნდა შეუერთდეს, ხოლო ნიკოლოზ ცქიტიშვილი ვიზის პრობლემების გამო ვერ ჩადის ავსტრიაში.
საქართველოს ნაკრებს 7 და 8 აგვისტოს ორი ამხანაგური მატჩი ელის ავსტრიის ნაკრებთან.
 
 

ელისი ჩამოვიდა