ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ჩავიდა და ამხანაგური მატჩისთვის ემზადება (VIDEO)

ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ჩავიდა და ამხანაგური მატჩისთვის ემზადება (VIDEO)

ავსტრიაში სლოვენიიდან ჩასულმა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა 28 ივლისს არ ივარჯიშა. ქართელები ავსტრიულ დაბა ბად ტაცმანდორფში 17:00 საათისთის ჩვიდნენ, სასტუმროში დაბინავდნენ და ივახშმეს. 28 ივლისის დარჩენილი დღე ნაკრების მოთამაშეებმა დაისვენეს და 29-ში ადგილობრივი დროით 15:00 (თბილისში რომ 17:00 საათი იქნება) საათზე ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.  ეს ავსტრიელთათვის იქნება ბოლო მოსამზადებელი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს შესარჩევი მატჩების წინ.
ავსტრიაში ჩასული საქართველოს ნაკრების 14 კალათბურთელიდან დღევანდელი მატჩის განაცხადში 12 მოთმაშე იქნება. ვერ ითამაშებს ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ტრავმისშემდგომი რეაბილიტაცია გაუხანგრძლივდა და გუნდთან სრული დატვირთვით ჯერ არ უვარჯიშია.
მატჩის ტრანსლაცია ავსტრიის ტელევიზიით იგეგმება და დეტალების დაზუსტების შემდეგ ჩვენი ნაკრების გულშემატკივართათვის შესაბამისი ბმული გამოქვეყნდება.