ეროვნული ნაკრები დღეს ტალინის ოთხთა ტურნირში ჩაებმება

ეროვნული ნაკრები დღეს ტალინის ოთხთა ტურნირში ჩაებმება

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ტალინის ოთხი ერის თასის გათამაშებაში ჩაებმება. ესაა ამხანაგური, მოსამზადებელი ტურნირი, რომელშიც გუნდები მოახოებული ოფიციალური მატჩების წინ შეთამაშების დონეს იმაღლებენ.
 
შეჯიბრში საქართველოსა და მასპინძელ ესტონეთის გარდა შვედეთისა და ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდი „კანზასია“. ტურნირი ერთ წრედ ჩატარდება და გამარჯვებული მესამე სათამაშო დღის თავზე, 7 აგვისტოს გამოვლინდება.
 
საქართველოს ნაკრები უკვე ტალინშია და პირველი მატჩისთვის ემზადება. დღეს იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე მასპინძელი ესტონეთი იქნება.
 
 
 
5 აგვისტო
17:45 შვედეთი-კანზასი (NC AA)
21:00 ესტონეთი-საქართველო
 
6 აგვისტო
18:45 კანზასი (NC AA)-საქართველო
21:00 ესტონეთი-შვედეთი
 
7 აგვისტო
18:45 საქართველო-შვედეთი
21:00 ესტონეთი-კანზასი (NC AA)