ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი ტურნირის D ჯგუფში მოვხდა

ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი ტურნირის D ჯგუფში მოვხდა

გერმანიის ქალაქ ფრეისინგში ახლახან დასრულებულ კენჭისყრაზე ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა. მაშ ასე, სლოვენიაში 2013 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს ჯგუფში ამ ნაკრებებთან მოუწევს პაექრობა: ბოსნია, ლატვია, ჰოლანდია და რუმინეთი.
 
 
წინასწარი განთესვით საქართველო  უძლიერესთა შორის – პირველ კალათაში მოხვდა სერბეთთან, თურქეთთან, გერმანიასთან, ფინეთთან და ხორვატიასთან ერთად. შესაბამისად, წინასწარ იყო ცნობილი, რომ აღნიშნული ქვეყნები ჩვენს ჯგუფში არ მოხვდებოდნენ. საბოლოოდ, საქართველო D ჯგუფში აღმოჩნდა:
 

 
D ჯგუფი
საქართველო
ბოსნია
ლატვია
ჰოლანდია
რუმინეთი
 
 
 
 
A ჯგუფი
სერბეთი
ისრაელი
მონტენეგრო
ესტონეთი
სლოვაკეთი
ისლანდია
 
 
B ჯგუფი
გერმანია
ბულგარეთი
შვედეთი
აზერბაიჯანი
ლუქსემბურგი
 
C ჯგუფი
ხორვატია
უკრაინა
უნგრეთი
ავსტრია
კვიპროსი
 
E ჯგუფი
ფინეთი
პოლონეთი
ბელგია
შვეიცარია
ალბანეთი
 
 
F ჯგუფი
თუქეთი
იტალია
პორტუგალია
ჩეხეთი
ბელარუსი
 
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 2012 წლის 15 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე ორ წრედ ჩატარდება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ მეტოქეებთან ამ პერიოდში შინ და სტუმრად თითო–თითო მატჩის გამართავს.  შესაბამისად, ჩვენი ნაკრები 8 მატჩს ჩაატარებს. გათამაშების კალენდარის მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
 
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს თითო ჯგუფიდან ორი  საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. პლუს ამას, სლოვენიის საგზური 4  საუკეთესო მესამეადგილოსანსაც ერგება.  
 
ბესიკ ლიპარტელიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
 
– საშუალო სიძლიერის ჯგუფში მოვხვდით. საქართველო და ბოსნია გამოკვეთილი ლიდერები არიან, დანარჩენი გუნდებიც არ არიან ხელწამოსაკრავნი. ლატვია სწრაფად პროგრესირებადი ნაკრებია და ცხადია, მაქსიმუმს ეცდება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ.