ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში სპორტის სასახლეში 2 აგვისტოს გაიმართება

უცხოური შეკრებისა და ამხანაგური მატჩების ჩატარების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა. ხვალ, 2 აგვისტოს, სპორტის სასახლეში გაიმართება ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში, რომლის დასრულებისას ჟურნალისტებს დაურიგდებათ მერიის თასზე და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებზე დასასწრები აკრედიტაციები.
მასმედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ მობრძანდნენ სპორტის სასახლეში 2 აგვისტოს, 11:00 საათზე