ესპანელმა მწვრთნელებმა ქართველ კოლეგებს სემინარები ჩაუტარეს (VIDEO)

ესპანელმა მწვრთნელებმა ქართველ კოლეგებს სემინარები ჩაუტარეს (VIDEO)

„სასკი ბასკონიას“ ორკვირიანი კემპის დასრულების შემდეგ ესპანელმა სპეციალისტებმა ქართველ მწვრთნელებს სემინარები ჩაუტარეს. დიღომში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე თავი 100-ამდე მწვრთნელმა მოიყარა. დედაქალაქში სემინარებზე დასასწრებად კალათბურთის მწვრთნელები რეგიონებიდან – ქუთაისიდან, ფოთიდან, კახეთიდან, ქართლიდან… თითქმის ყველა რეგიონიდან მოიყარეს.
ესპანელთა სემინარი სამ ნაწილად ჩატარდა. თავიდან სროლის შესახებ ლექცია „სასკო ბასკონიას“ ტექნიკურმა დირექტორმა, ბორხა კომენჯემ ჩაატარა, რის შემდეგაც კიდევ 2 სემინარი ჩატარდა სივრცეების ბალანსში და ბოლოს დაცვაში. ქართველმა მწვრთნელებმა ყურადღებით მოისმინეს ესპანელი მწვრთნელების სემინარები და მათ კითხვებიც დაუსვეს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და „სასკო ბასკონიას“ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებულია 5-წლიანი ხელშეკრულება, რომელსაც ფედერაცია და „სასკი ბასკონია“ თანმიმდევრულად, ქართული კალათბურთის ინტერესების შესაბამისად განახორციელებენ.