ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე და სავარაუდოდ, უშუალო კომკურენტი მაკედონია ესპანეთთან ზედიზედ მეორედ უიმედოდ მარცხდება. მაკედონიელები ევროპის მოწინავე საკალათბურთო ქვეყანას ესტუმრნენ, სადაც 2 საკონტროლო მატჩი ჩაატარეს.
პირველ მატჩში რომ ექსიუგოსლავიელები 63:94 დამარცხდნენ, უკვე გამცნეთ. მეორე შეხვედრაშიც თითქმის ანალოგიოური სხვაობა დაფიქსირდა. ამჯერად ესპანელებმა 34 ქულით – 88:54 გაანადგურეს მაკედონიელები.
მატჩი საკმაოდ უინტერესო გამოდგა. ეს მაყურებელთა პოზიციიდან, რადგან დაძაბულობა პირველივე მეოთხედშ მოკვდა, როცა ესპანელებმა 27:15 ჩამოიტოვეს სტუმრები და მატჩის დარჩენილ დროში ანგარიშში სხვაობა მხოლოდ მასპინძელთა სასარგებლოდ იზრდებოდა.
მაკედონიელთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერავინ მიაღწია. ყველაზე მეტი – 9 ქულა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ცენტრმა რიჩარდ ჰენდრიქსმა. ვოიდან სტოიანოვსკიმ და ალექსანდერ ტრაიკოვსკი თავი 8-8 ქულას მოუყარეს. ესპანელთაგან 24 ქულით საუკეთესო პაუ გასოლი იყო, სან ემეტერიოს ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.
ეს 2, ჯამში 65 ქულით წაგებული მატჩბი მაკედონიელთა მწვრთნელისთვის სათანადო დასკვნების გამოსატანად სასარგებლო იქნება, ხოლო ესპანეთისთვის ისედაც მძლავრი სათამაშო ტაქტიკის დასახვეწად.
ამხანაგური მატჩი. ლოგრონე, ესპანეთი, 25 აგვისტო ესპანეთი 88:54 მაკედონია მაკედონია: ილიევსკი (2), დ. სტოიანოვსკი (4), ჰენდრიქსი (9), ვ. სტოიანოვსკი (8), სამარძინსკი (7), მაგდევსკი (3), კოსტოვსკი, სოკოლოვი, სიმონოვსკი (5), მლადენოვსკი (2), ტრაიკოვსკი (8), გუროსკი (6)