საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. დავით უსტიაშვილის გუნდმა 26 და 27 ივნისს თბილისში ისრაელთან 2 სპარინგ–მატჩი გამართა. დღეს კი საქართველოს ნაკრები საკონტროლო მატჩების გასამართად ტალინში მიემგზავრება, სადაც 5 და 6 ივლისს ესტონელ თანატოლებს გაეჯიბრება.
ტალინში გამგზავრებამდე 20–წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელიც საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩატარდა და რომელსაც მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები თბილისში მოემზადება და 10 ივლისს სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (12–22 ივლისი) საასპარეზოდ გაემგზავრება. საქართველო ჯგუფში ესპანეთთან, თურქეთთან და ლატვიასთან მოხვდა.
20–წლამდელთა ნაკრები ესტონეთში 12 კალათბურთელით მიემგზავრება
უკანახაზელები
ოთო ფხაკაძე, დუდა სანაძე, რეზო როგავა, მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი ტეტელაშვილი
ფორვარდები
ბექა ბურჯანაძე, ლევან ელიაძე, ნოდარ თენიეშვილი, ზურა მაჩალაძე
ცენტრები
ავთანდილ ლომინაშვილი, ირაკლი ალხანაიძე, გოგა ჯავახიშვილი
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
მწვრთნელი: არჩილ ჟღენტი
ფიზიოერაპისტი: ზურაბ იოსელიანი