ევრობასკეტი: საქართველომ დაისვენა, ბულგარეთმა და ბელგიამ – მოიგეს

ევრობასკეტი: საქართველომ დაისვენა, ბულგარეთმა და ბელგიამ – მოიგეს

ევროპის 2011 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. A დივიზიონი. C ჯგუფი
სოფია (ბულგარეთი). 3 000 მაყურებელი
ბულგარეთი 74:70  პოლონეთი
12:21, 16:14, 16:20, 30:15
ბულგარეთი: დ.ივანოვი (25 წ. 5 ქ. 4 მ. 2 დ.), კ.ივანოვი (26 წ. 3 ქ. 6 მ. 2 პ.), კოსტოვი (30 წ. 8 ქ. 4 მ. 2 ჩ.), ვიდენოვი (30 წ. 26 ქ. 6 მ. 2 პ.), კალოვეი (33 წ. 12 ქ. 4 მ. 2 პ.), ს.გეორგიევი (19 წ. 12 ქ. 3 მ.), ველიკოვი (8 წ. 1 ქ. 2 მ. 3 პ.), ზ.გეორგიევი (19 წ. 7 ქ. 3 მ.), ვარბანოვი (10 წ. 3 მ.).
პოლონეთი: ჩილინსკი (31 წ. 5 ქ. 4 მ. 2 პ. 2 ჩ.), ბერიშა (14 წ. 6 ქ. 2 პ.), ლამპე (33 წ. 18 ქ. 11 მ. 2 პ.), დილევიჩი (7 წ. 5 ქ. 2 მ.), ჰრიჩანიუკი (4 წ. 2 ქ.), მაიევსკი (2 წ.), კელატი (38 წ. 17 ქ. 3 მ. 2 პ.), გორტატი (38 წ. 10 ქ. 12 მ. 2 დ.), კოშარეკი (34 წ. 7 ქ.).
 
კოიმბრა (პორტუგალია)
პორტუგალია 69:78  ბელგია
14:16, 19:16, 19:18, 17:28
პორტუგალია: ევანსი (22 წ. 19 ქ. 7 მ.), სილვა (14 წ. 5 ქ. 2 პ. 1 ჩ.), გომეში (24 წ. 2 მ. 3 ჩ.), ფერნანდეში (22 წ. 5 ქ. 2 პ.), ანდრადე (16 წ. 8 ქ.), პ.პინტუ (18 წ. 5 ქ.), კორტესი (13 წ. 2 ქ.), მირანდა (35 წ. 12 ქ. 4 მ. 5 პ.), სანტოსი (36 წ. 13 ქ. 2 მ. 3 ჩ.).
ბელგია: მუურსი (32 წ. 15 ქ. 2 მ. 5 პ.), ვან როსომი (15 წ. 5 ქ. 2 მ.), ბეგინი (27 წ. 8 ქ. 3 მ.), ერველე (34 წ. 15 ქ. 4 მ. 4 პ.), ვან დერ იონკჰეიდი (19 წ. 4 ქ. 3 მ. 3 პ.), ლოუერსი (12 წ.), ტაბუ-ებომა (30 წ. 23 ქ. 2 მ. 3 ჩ.), მუია (7 წ. 2 ქ.), ფეისონი (24 წ. 6 ქ.).
 
 
 
8 აგვისტოს ტური ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფებში, საქართველო კი ისვენებდა. ჩვენს ჯგუფში გაიმართა 2 ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელთაგან ბულგარეთი–პოლონეთის დაპირისპირება დრამატული გამოდგა.
 
პოლონეთი, რომელმაც თბილისში ვერაფერი გააწყო საქართველოს ნაკრებთან, ბულგარეთში თითქმის მთელი თამაშის მანძილზე იგებდა. მაციე ლამპე პირველ ტაიმში შეუჩერებელი იყო მასპინძლებისთვის. მან 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, შედეგად პოლონეთმა პირველი ტაიმი 7 ქულით მოიგო, ხოლო როცა მესამე ათწუთეულში ტომას კელატიც ამოქმედდა, პოლონელები გადამწყვეტი მეთხედის წინ 55:44 დაწინაურდნენ.
 

ბულგარეთი – პოლონეთი
  
ყველაფერი ბოლო მეოთხედში გაირკვა, რომელიც მასპინძელთა ტრიუმფით დასრულდა. ბულგარელებმა 5 სამქულიანი ჩააგდეს, პოლონელებს ბურთი 5–ჯერ მოპარეს, ერთი სიტყვით, რაც სტუმრებმა მთელი 3 მეოთხედი აგროვეს, ბულგარელებმა ერთ მეოთხედში გაუნიავეს და საბოლოოდ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს. ბოლო ათწუთეული მასპინძლებმა 30:15 მოიგეს.
 
მატჩის გმირი გახდა ფილიპ ვიდენოვი, რომელმაც 26 ქულა მიითალა, ბოლო მეოთხედში კი 3 სამქულიანი ჩაუგდო ბრინჯივით დაბნეულ პოლონელებს.
 
ფილიპ ვიდენოვი: „მე არ ვარ გაკვირვებული ამ გამარჯვებით. ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მართალია, საწყის სამ მეოთხედში მეტოქე გვჯაბნიდა, მაგრამ ასეთი ტიპის გამოცდილება ჩვენ ამ ზაფხულში გამართულ ამხანაგურ მატჩებში უკვე გვქონდა მიღებული. არაერთი ამგვარი შეხვედრა მოვიგეთ და ბედნიერი ვარ, ახლაც რომ მოვახერხეთ გამარჯვება. ჩვენს ჯგუფში გუნდები სალმაოდ თანაბარია და ამიტომაც აქვს ამ გამარჯვებას დიდი ფასი. იმედია, ასეთი ჟინით გავაგრძელებთ თამაშს მომავალ შეხვედრებშიც.“
 

როსენ ბარჩოვსკი (ბულგარეთის მთავარი მწვრთნელი): „წნეხის ქვეშ ვიყავით, ეს იყო ჩვენი პირველი საშინაო თამაში. მატჩის დასაწყისში ცოტა შოკში ჩავარდით, პოლონელთა ასეთ თამაშს არ ველოდით. შედეგად პრობლემები შეგვექმნა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. თუმცა საბოლოოდ ვაჩვენეთ, რომ კარგად მომზადებულები ვართ და შეგვიძლია გულით თამაში. ეს ერთი გამარჯვება, ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. ახლა დავისვენებთ და მოვემზადებით მომდევნო თამაშებისთვის.
 

პორტუგალია – ბელგია. მიგელ მირანდა ბელგიელთა შორის ძვრება
 
მეორე მატჩში პორტუგალია ბოლო მეოთხედამდე გაუძალიანდა ბელგიას, თუმცა ბულგარეთთან მატჩის არ იყოს, ახლაც ბოლოში აურია და საბოლოოდ დამარცხდა. პირველი მეოთხედი ბელგიელებმა 16:14 მოიგეს, თუმცა მიგელ მირანდას ჩინებული თამაშის წყალობით პორტუგალიელებმა მომდევნო ათწუთეული 19:16 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ქულით დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედიდან უკვე პორტუგალიელთა ნატურალიზებული ამერიკელი, ჰაშიმუ ევანსი ამოქმედდა, თუმცა ბელგიელთა უკანახაზელი, ტაბუ–ებომე შეუჩერებელი იყოო და სტუმრებმა მაინც თავისი გაიტანეს.
 
მონჩო ლოპესი (პორტუგალიის მთავარი მწვრთნელი): „ჩვენ შევძელით და ცუდი სტარტის შემდეგ ჩვენი სათადარიგო მოთამაშეების დახმარებით სიტუაცია გამოვასწორეთ, თუმცა ბოლო მეოთხედში დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა ბელგიელებს საშუალება მისცა, რამდენიმე იოლი ბურთი ჩაეგდო და ყველაფერიც აქ გადაწყდა“.
 
ედი კასტილსი (ბელგიის მთავარი მწვრთნელი): „პატივისცემას ვაფიქსირებ პორტუგალიის ნაკრების მიმართ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა და ეს გამართლდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვახერხეთ მობილიზება და ბოლო მეოთხედში შევაჩერეთ პორტუგალიელი სამქულიანის მსროლელები, რაც გახდა კიდეც გამარჯვების მიზეზი“.
 
სატურნირო მდგომარეობა
1.         ბელგია                      2          2/0       152/133          4
2.         ბულგარეთი             2          2/0       141/129          4
3.         პოლონეთი               3          1/2       221/222          4
4.         საქართველო            2          1/1       148/139          3
5.         პორტუგალია           3          0/3       192/231          3
 
11 აგვისტო
19:00 საქართველო – პორტუგალია (თბილისი)
22:15 ბელგია – ბულგარეთი (ანტვერპენი)