ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა 30 იანვარს ჩატარდება

ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა 30 იანვარს ჩატარდება

2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები 30 იანვარს გაირკვევა. ფიბა–ევროპამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ოფიციალური პრეს–რელიზით ამცნო, რომ კენჭისყრას ევროპირველობის მასპინძელი ლიტვის დედაქალაქი ვილნიუსში 2011 წლის 30 იანვარს უმასპინძლებს.
 
უკვე გარკვეულია ფორმატი, რომლითაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ექვსგუნდა ჯგუფში გადანაწილდება და მომდევნო ეტაპზე 3–3 საუკეთესო გავა. ანუ მთლიანობაში მეორე ჯგუფურ ეტაპზე 12 გუნდი მოიყრის თავს. შეიქმნება ორი 6–გუნდიანი ჯგუფი და 4–4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა.
 
ევროპის ჩემპიონატს 2011 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ლიტვის 4 ქალაქი – ვილნიუსი, კაუნასი, შაულიაი და პანევეჟისი უმასპინძლებს. ჯგუფში ჩვენი ნაკრების მომავალი 5 მეტოქის ვინაობას კი 30 იანვარს შევიტყობთ.