ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის 5 კანდიდატი ქვეყანა და გადაწყვეტილების მოლოდინი

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის 5 კანდიდატი ქვეყანა და გადაწყვეტილების მოლოდინი

ფიბა-ევროპამ დაასრულა კონტინენტის მომავალი – 2015 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადების მიღება. შეირჩა 5 კანდიდატი, რომელთაგან ევროპული კალათურთის მმართველი ორგანო მომავალი ევრობასკეტის მასპინძელს 12 დეკემბერს დაასახელებს.
მაშ ასე – ევრობასკეტ 2017-ია მასპინძლობაზე განაცხადები გააკეთეს: ისრაელმა, ფინეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა და თურქეთმა. გასული ევროპის ჩემპიონატის მაგალითზე დამკვიდრდა ტურნირის გამართვის ახლებური სისტემა. შეგახსენებთ, 2015 წლის ევრობასკეტი 4 ქვეყანაში გაიმარტა. ჯგუფური ეტაპი საფრანგეთში, თურქეთში, ხორვატიასა და ლატვიაში ჯგუფების მიხედვით გაიმართა, ხოლო ფინალურ ეტაპს საფრანგეთმა, ოღონდ სხვა ქალაქმა უმასპინძლა.
როგორი სისტემით ჩატარდება მომავალი – 2017 წლის ევროპის პირველობა, ჯერ ცნობილი არაა. ამას 12 დეკემბერს შევიტყობთ. ზემოთჩამოთვლილმა ქვეყნებმა შესაძლოა ჯგუფური და ფინალური ეტაპები გაინაწილონ.
ერთი სიტყვით, ალბათობა მრავალფეროვანია და საბოლოო პასუხი 12 დეკემბერს,  ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი, ნოემბრის თვეში ფიბა-ევროპის კომისია აღნიშნული ქვეყნების საკალათბურთო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და გადაწყვეტილებასაც შექმნილი შთაბეჭდილებიდან გამოიტანენ.