ევროსაკვალიფიკაციო: სატურნირო ვითარება და 4-გუნდიანი ჯგუფების წევრთა გაზრდილი შანსები

ევროსაკვალიფიკაციო: სატურნირო ვითარება და 4-გუნდიანი ჯგუფების წევრთა გაზრდილი შანსები

დღეს ევროპაში საკალათბურთო დღეა. ევრობასკეტ 2015-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე სრულდება 12 მატჩით სრულდება. ჯგუფებში საინტერესო ვითარებაა შექმნილი, ყველგან ბრძოლები მიმდინარეობს ევროპის ჩმპიონატის საგზურების მოსაპოვებლად.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მიიღებენ. ევროპის ჩემპიონატზე გავა ასევე 7 ჯგუფის 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი. ჯგუფებში თამაშები რომ დასრულდება, იმ ჯგუფების მეორეადგილოსნებს, რომლებშიც 4 გუნდია, ბოლო ადგილზე გასულთან ნაჩვენები შედეგები (2 მატჩი) ჩამოეჭრებათ. ამ გზით შვიდივე ჯგუფის მეორეზე გასულ გუნდს თამაშების თანაბარი რაოდენობა ექნებათ და შესაბამისად, ის საუკეთესო 6 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ევრობასკეტის საგზურებს მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის, თუმცა თუკი ისე მოხდა, რომ ეს ვერ მოვახერხეთ, ევრობასკეტზე მეორე ადგილიდან გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამ მხრივ საქართველოსთვის (და 4-გუნდიანი ჯგუფების ყველა პოტენციური მეორეადგილოსნისთვის) სასარგებლოდ ვითარდება მოვლენები 3-გუნდიან ჯგუფებში. რუსეთმა შინ იტალიასთან და სტუმრად შვეიცარიასთან წააგო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი იტალიას (სტუმრად) და შვეიცარიას ვერ მოუგო, რუსეთი ჯგუფში ჩარჩება. ჯერ რთულია რამის თქმა, თუმცა დიდად სავარაუდოა, რომ რუსეთის (G) ჯგუფთან ერთად A ჯგუფშიც (ბოსნია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი) მეორეადგილოსანს საბოლოოდ 1 გამარჯვება ჰქონდეს, რაც 4-გუნდინი ჯგუფების მეორეადგილოსნებს დიდ უპირატესობას აძლევთ.
ვარაუდები ვარაუდებად და დღევანდელი ტური კიდევ უფრო მიგვაახლოვებს იმ რეალურ სურათს, რომელზეც ევრობასკეტის გამსვლელი გუნდები უნდა გამოიკვეთნონ. საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში, ჯგუფის აუტსაიდერთან თამაშობს და მასთან ნაჩვენები დადებითი შედეგი ჯგუფში შედარებით მაღალი ადგილის დასაკავებლად გამოადგება.
გთავაზობთ საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა ჯგუფის სატურნირო ვითარებას