ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მეორე ეტაპი 18 იანვარს განახლდა. ევროთასის ტოპ–16–ში ტორინ გრინის „გრან კანარიასთან“ ერთად კიდევ ერთი ქართულპასპორტიანი ამერიკელის, ტაირონ ელისის „ესტუდიანტესიც“ ჩაება. ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს 17 წლის ბექა ბურჯანაძის „კახასოლიც“, თუმც ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს გასაგები მიზეზების გამო მოედანზე გასვლა არ უწევს. ის განაცხადშია და სათადარიგოთა სკამზე ზის.
გრინის „გრან კანარია“ პირველ ჯგუფშია რუსულ „უნიკსთან“, ხორვატიულ „ცედევიტასთან“ და სერბულ „ჰემოფარმთან“. პირველ ტურში “გრან კანარია” ყაზანის “უნიქსს” ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 64:67 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 23:55 წუთს ითამაშა და 5 ქულას, 3 მოხსნასა და 3 პასს გამორჩა.
გრინმა 3-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა და ბურთი ორჯერ დაკარგა. ესპანური კლუბის რიგებში მაღალ დონეზე მხოლოდ ჯეისი კეროლი გაისარჯა, რომელმაც 29 წუთში 22 ქულა ჩააგდო.
„ესტუდიანტესმა” ჩეხურ “ნიმბურკს” 87:80 მოუგო. ელისმა 17:42 წუთში 12 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ტაირონმა 2-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან საჯარიმო ზუსტად სტყორცნა.
რაც შეეხება ბექა ბურჯანაძის „კახასოლს“, სევილიელებმა მე-2 ეტაპის პირველი შეხვედრა ათენში ჩაატარეს და “პანელინოსს” 87:82 სძლიეს.
ბურთითაა ტორინ გრინი