ბათუმელებმა სეზონში პირველი გამარჯვება დღეს, აგრარულ
უნივერსიტეტთან იზეიმეს. ზღვისპირელებს გამოცდილმა ლაშა კეშელავამ და 18
წლის ნოდარ თენიეშვილმა ულიდერეს.
თამაშის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, მანამდე კი ქულა–ქულაში თამაში
მიმდინარეობდა. ორივე გუნდი შორ სროლებზე იყო ორიენტირებული და საბოლოოდ
მეტოქეებმა 9–9 სამქულიანი მიითვალეს.
მატჩის ბედიც სწორედ შორმა სროლებმა გადაწყვიტა. თამაშის დასრულებამდე 2
წუთით ადრე აგრარული უნივერსიტეტის გუნდი ქულით იგებდა, თუმცა ჯერ კეშელავამ,
შემდეგ კი ვანო მაისურაძემ სამქულიანები მიითვალეს და ბათუმელები ბოლოსწინა წუთზე
5 ქულით დააწინაურეს. თამაშის ბედიც აქ გადაწყდა – გიორგი ნანიტაშვილის სამქულიანი
აგრარელთათვის დაგვიანებული აღმნოჩნდა.
ბათუმრელთაგან საუკეთესო ლაშა კეშელავა გადა, რომელმაც 28 ქულა და 11
ქულა მოაგროვა. თითქმის ანალოგიური შედეგი ჰქონდა ბათუმელთა ახალგაზრდა ფორვარდ
ნოდარ თენიეშვილს, რომელმაც 26 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ბათუმელტა 16 წლის
გამთამაშებელი ირაკლი მიქელაძე კი 8 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.
მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=290