გამყრელიძის “გიოსენი” “ბრაუნშვაიგთანაც” დამარცხდა

გამყრელიძის “გიოსენი” “ბრაუნშვაიგთანაც” დამარცხდა

ლაშა გამყრელიძის „გიოსენი“ მეორე ბუნდესლიგისკენ სრული სვლით მიემართება. ამ გუნდის დაღმასვლა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. გიოსენელებმა ეს სეზონი 4 მოგებით გახსნეს, თუმც მას შემდეგ 16 მატჩიდან 15 წააგეს და  პლეი ოფს ვინ ჩივის, ბუნდესლიგიდან გავარდნის კანდიდატები არიან.
 
მორიგი ტურის მატჩი „გიოსენმა“ ბრაუნშვაიგში გამართა და მასპინძლებთან 75:87 დამარცხდა. გამყრელიძემ მოედანზე 6:26 წუთი გაატარა, რა დროშიც მეტოქის ფარისთვის საერთოდ არ შეუტევია, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.