განახევრებულმა “ატლანტამ” ბოსტონში ოვერტაიმში წააგო

განახევრებულმა “ატლანტამ” ბოსტონში ოვერტაიმში წააგო

ქება „ატლანტას“! ამ გუნდს ძირითადი ხუთეულის 3 მოთამაშე აკლდა, პლუს მანამდე კარგა ხნით ადრე დაშავებული ლიდერი ალ ჰორფორდიც არ იყო და მიუხედავად ამისა ბოსტონში, სრული საბრძოლო შემადგენლობით მოთამაშე „სელტიქსთან“ საქმე დამატებით დრომდე მიიყვანა.
ბოსტონელებს დაუბრუნდათ დისკვალიფიცირებული გენიოსი რაჯონ რონდო, ასევე ტრავმირებული რეი ალენიც მწყობრში ჩადგა და გუნდმა, რომელიც ამავე შემადგენლობით რამდენჯერმე გახდა ნბა-ს ჩემპიონი, საკუთარ მოედანზე რის ვაი-ვაგლახითა და გაჭირვებით, დამატებით დროში სძლია განახევრებულ „ატლანტას“.
ტრავმირებულ ჰორჰორდსა და ფაჩულიას გუნდის ხერხემალი ჯოშ სმიტიც შეემატა, რომლის ადგილიც ხუთეულში მარვინ უილიამსმა დაიკავა. ფაჩულიას ნაცვლად ჯეისონ კოლინსმა ითამაშა. დიდი ჯაფა დაადგათ ჯო ჯონსონსა ჯეფ ტიგს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, მაგრამ…
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 80:80 დასრულდა. მიუხედავად იმისა, ორმ ატლანტელები მატჩის ზირითადი დროის დასრუოლებამდე 7 წუთით ადრე 10 წულით აგებდნენ, გათანაბრება მოახერხეს. ოვერტაიმში კი გატყდა „ატლანტა“ – 84:90 დამარცხდა და „ბოსტონი“ სერიაში 2:1 დაწინაურდა. მომდევნო მატჩი კვირას გაიმართება.
ზაზა ფაჩულიას მოედანზე დაბრუნება სერიის მე-5 მატჩისთვის ივარაუდება. მეხუთე შეხვედრა რომ გაიმართოს, “ატლანტამ” სერიაში კიდევ 1 მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს.