გიორგი შარაბიძის 10 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება “ოჰრიდთან”

გიორგი შარაბიძის 10 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება “ოჰრიდთან”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შარაბიძე მაკედონიის ჩემპიონატში წაარმატებით ასპარეზობს. ამ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონტის მეორე ტურში შარაბიძის „ფენი ინდუსტრიმ“ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ქართველმა ლეგიონერმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

“ფენი ინდუსტრი” შინ “ოჰრიდს” შეხვდა და 100:64 გაანადგურა, ქართველმა ცენტრმა კი 4-ვე ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. ათ ქულას შარაბიძემ ამდენივე მოხსნა (5 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა დ 1 დაფარება წაამატა. გიორგიმ 1 შეცდომა დაუშვა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ კირილ ნიკოლოვსკის ჩამორჩა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. მაკედონიის ჩემპიონატში“ფენი ინდუსტრი” მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს, სტუმრად, “პელისტერ ბიტოლასთან” გამართავს.