გიორგი შერმადინიკარიერას ესპანურ სარაგოსაში გააგრძელებს

გიორგი შერმადინიკარიერას ესპანურ სარაგოსაში გააგრძელებს

საქართველოს ევრონული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი კარიერას ესპანურ ”სარაგოსაში” გააგრძელებს. გასულ სეზონში ბერძნულ ”ოლიმპიაკოსში” ევროლიგის ჩემპიონი შერმადინით ესპანეთის ერთ-ერთი მძლავრი გუნდი დაინტერესდა და მას უკვე კონტრაქტიც გაუფორმა.
”სარაგოსას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე შერმადინის კომენტარი გამოქვეყნდა: “ესპანურ ლიგაში პირველად ვითამაშებ და ეს ძალიან მახარებს. უკვე ვესაუბრე მთავარ მწვრთნელს და მან ამიხსნა, რომ სარაგოსა ჩინებული ქალაქია, გუნდიც სოლიდურად გამოიყურება და ეს, ჩემი თამაშის გასაუმჯობესებლად კარგი ვარიანტია.
ესპანეთის ჩემპიონატში ისეთი გუნდები ასპარეზობენ, როგორებიც “რეალი”, “ბარსელონა” და “ვალენსია” არიან. ცხადია, მათი მოთამაშეების წინააღმდეგ გარჯა დიდი სიამოვნება იქნება. “სარაგოსაც” კარგ გუნდად ითვლება და იმედია, თავის გამოჩენისთვის საკმაო რაოდენობის წუთები დამეთმობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მინდა, ბევრი ვითამაშო და გუნდს სარგებელი მოვუტანო”.
შერმადინის შემატებით კმაყოფილია სარაგოსელთა მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის აბოსი: “მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, გიორგის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას ჩვენი დახმარება მრავალ კომპონენტში შეუძლია. კარგია მოხსნებში და როგორ – დაცვაში, ასევე შეტევაში დამაჯერებლად გამოიყურება. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და თითოეული მოთამაშის შემატება, რომელსაც კვირაში ორ-ორი მატჩის ჩატარების გამოცდილება აქვს, მნიშვნელოვანია. შერმადინს ზურგს ელიტარული ლიგების და ევროლიგის მატჩები უმაგრებს, რაც ძალიან კარგია”.