საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე, უკრაინულ „დონეცკში“ ჩაირიცხა. ცინცაძემ გასული სეზონიც უკრაინაში – კიევის „ბუდიველნიკში“ გაატარა და ამ გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. ცინცაძე კიეველთა გუნდში საშუალოდ 9.1 ქულას, 3.4 პასს, 2.6 მოხსნას და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.
ცინცაძემ შესანიშნავად ჩაატარა სოვენიაში ჯერაც მიმდინარე ევროპის ჩამპიონატი. მან საქართველოს ნაკრებს არაერთ მატჩში ულიდერა. მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 14.4 ქულა, 2.6 მოხსნა, 5.8 პასი. ცხადია, ცინცაძემ გუნდების ინტერესიც დაიმსახურა. ყველას კი „დონეცკმა“ აჯობა, რომელმაც ქართველ უკანახაზელს კონტრაქტი გაუფრომა.
ხელშეკრულების გაფორმება გუშინ შედგა, როცა ცინცაძე დონეცკში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ეს გუნდი გიორგისთვის უცხო არაა – ცინცაძე „დონეცკში“ 4 წლის წინ თამაშობდა, თუმცა არ დასცალდა, გუნდში მისვლისდან ორიოდ თვეში გუნდი ფინანსური კრიზისის გამო ლეგიონერებმა დატოვეს.
„დონეცკი“ გასულ სეზონში პლეი ოფში კი გავიდა, თუმცა მომავალ ფინალისტ „აზოვმაშთან“ მერვედფინალურ სერიაში 1:4 დამარცხდა.