გიორგი ცინცაძემ “ოლიმპიაკოსს” 9 ქულა ჩაუგდო

ბერძნულ “ტრიკალაში“ გადასვლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძემ ჯერ საკონტროლო მატჩებში იწრთობა. მისი გუნდი საბერძნეთის ერთ–ერთ გრანდ პირეოსის “ოლიმპიაკოსს”  შეხვდა და მიუხედავად კლასში გვარიანი თანაფარდობისა, საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა.
“ოლიმპიაკოსმა” შეხვედრის პირველი მეოთხედი 27:20 მოიგო, თუმცა, ცინცაძემა და მისმა თაგუნდელებმა მოინდომეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ ერთქულიანი (41:42) ჩამორჩენით გავიდნენ.
“ტრიკალამ” ჩინებულად ჩაატარა მეორე ტაიმიც, პირეოსელებს არაფერს არ უთმობდა და შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საყაიმო ანგარიშიც (74:74) დააფიქსირა.
“ოლიმპიაკოსმა” სწორედ აქ გამოაჩინა საკუთარი ძალა და მცირე მონაკვეთი 10:0 მოიგო, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. საბოლოოდ, პირეოსელებმა 89:79 იმარჯვეს, თუმცა.
ცინცაძემ ახალ კლუბს 9 ქულა შესძინა და “ტრიკალაში“ შედეგიანობის მხრივ მხოლოდ აბრამსსა (20) და პაუელს (15) ჩამორჩა.
პირეოსელთა შემადგენლობაში ბევერლიმ 22 ქულა მიითვალა, ერცეგმა 10 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯოშ ჩილდრესმა და ვასილოპულოსმა – 14-14. 
“ტრიკალა” და “ოლიმპიაკოსი” ერთმანეთს კიდევ ერთხელ – 24 სექტემბერს შეხვდებიან.