გიორგი ცინცაძემ როკი ოთხთა ფინალში გაიყვანა

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 25 ქულა დააგროვა, “როკს” ფიბას თასის მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში რუსული “ურალ გრეიტი” 89:77 დაამარცხებინა და ესტონური გუნდი ტურნირის “ოთხთა ფინალში” გაიყვანა.
 
მესამე მეოთხედის დასრულბამდე 73 წამით ადრე, სტუმრები 64:53 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ცინცაძემ არაჩვეულებრივად ითამაშა და გუნდს ოპონენტი დაამარცხებინა.
ქართველმა უკანახაზელმა შეხვედრა 25 ქულით (ორივე გუნდში ყველაზე მეტი), 4 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით დაასრულა და მოედანზე 33 წუთი დაჰყო. გიორგიმ ათივე საჯარიმო სროლა გამოიყენა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.