გიორგი ცინცაძეს ექიმებმა გერმანიასთან თამაშის უფლება დართეს

გიორგი ცინცაძეს ექიმებმა გერმანიასთან თამაშის უფლება დართეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაებლის, გიორგი ცინცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესადაა. ექიმები მას თამაშის უფლებას აძლევენ, დანარჩნი კი უშუალოდ მწვრთნელებზეა დამოკიდებული, თუ რა დოზით დატვირთავენ მას.
„გიორგი ცინცაძის მდგმარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი მდგომარეობა არ გვაძლევს საფუძველს, მას მოედანზე გასვლა ავუკრძალოთ. შესაბამისად, ექიმები მას თამაშის ნებას რთავენ. დანარჩენი უკვე მწვრთნელების გადასაწყვეტია, ათამაშებენ თუ არა ცინცაძეს და თუ კი, რა დროით გაიყვანენ მას მოედანზე“ – განაცხადა ნაკრების მთავარმა ექიმმა, თემურ ხვედელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცინცაძემ ტრავმა ლიტვასთან მატჩის მეორე პერიოდში მიიღო და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა. დღეს, თბილისის დროით 16:45 საათზე, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საქართველო გერმანიას შეხვდება და გიორგი ცინცაძე ამ მატჩის სათამაშოდ მზადაა.