გიორგი ცინცაძემ ესტონეთის თასის ფინალში თავის “როკთან” ერთად ერთი წლის წინ მოპოვებული ტიტული “კალევს” გადაულოცა. გადამწყვეტი შეხვედრა “კალევმა” 71:62 მოიგო და თასსაც დაეპატრონა.
შევედრა დაძაბული იყო და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ უკანასკნელმა მეოთხედმა გამოავლინა. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ცინცაძის გუნდი 2 ქულას (59:57) იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქემ 14:3 გაქცევა განახორციელა და საბოლოოდ, მოიგო კიდეც.
“კალევმა” მეტოქეზე გაცილებით მეტი საჯარიმო სროლა შეასრულა (35:13) და მოხსნებშიც ცოტათი (37:33), მაგრამ მაინც აჯობა “როკს”.
რაც შეეხება უშუალოდ ცინცაძეს, საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მატჩი 11 ქულით, 4 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით დაასრულა. ნახევარფინალში “პირატას” წინააღმდეგ მატჩში ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ იდგა და ლიმიტირებულ დროში გიორგიმ მოკრძალებული სტატისტიკით ჩაამთავრა შეხვედრა – 13 წუთი, 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა. მან 5 საშუალო ტყორცნიდან ერთადერთი გამოიყენა და 2 საჯარიმოდან 1 შეასრულა ზუსტად.
ფინალიკალევი – როკი 71:628:15, 26:15, 19:19, 18:13
კალევი: პარმერი (18 ქ. 3 პ. 1 მ), რიდი (16 ქ. 6 მ), კანგური (13 ქ. 4 მ), პელკიჩი (10 ქ. 9 მ). როკი: ტალტსი (13 ქ. 8 მ), გიორგი ცინცაძე (11 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა), გასუორტი (11 ქ. 7 მ), ტაინი (10 ქ. 3 პ. 3 მ).