გიორგი ცინცაძის გუნდი ფიბას თასის ფლეი ოფში დამარცხდა

სამწუხაროდ, მეორე მეოთხედში მოპოვებული სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, გიორგი ცინცაძე და მისი “როკი” ფიბას თასის ოთხთა ფინალში, ნახევარფინალურ ეტაპზე დამარცხდნენ რიგის  “ბარონზთან” 82:88 და მხოლოდ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღეს.
 
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა თამაშიდან სროლების დიდი ნაწილი კი გააფუჭა (11-ში 3 გამოიყენა), მაგრამ, სამაგიეროდ, 12 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა და მხოლოდ ორჯერ ვერ ივარგა. მის ანგარიშზე ასევე 6 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო. გიორგიმ მატჩი 4-4 ფოლითა და შეცდომით დაასრულა. ცინცაძემ ერთადერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.