გიორგი ცინცაძის გუნდმა ლაპეენრანტას მოუგო

გიორგი ცინცაძემ და მისმა “როკმა” მოგებით დაასრულეს ფიბას თასის I ჯგუფური ეტაპი და თავის ჯგუფში ესტონელები პირველ ადგილზე გავიდნენ. მეოთხედფინალში “როკი” ცინცაძის ყოფილ გუნდს, რუსულ “ურალ გრეიტს” შეხვდებიან.ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში “როკმა” ფინური “ლაპეენრანტა” საკუთარ მოედანზე 78:72 დაამარცხა, ქართველი გამთამაშებლის სტატისტიკა კი შემდეგი გახლდათ – 35 წუთი, 15 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 პერსონალური შენიშვნა და 5 შეცდომა.
 
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მეოთხედფინალი: როკი (ესტონეთი) – ურალ გრეიტი (რუსეთი) (19, 26 თებერვალი, თუ საჭირო გახდა, 4 მარტი)
სატურნირო მდგომარეობაA ჯგუფი1. როკი 5:1 11 ქულა2. სამარა 5:1 113. ლაპეენრანტა 1:5 74. პაოკი 1:5 7