გიორგი ცინცაძის “როკი” ბალტიის ლიგას თავში მოექცა

გიორგი ცინცაძის “როკი” ბალტიის ლიგას თავში მოექცა

გიორგი ცინცაძის „როკმა“ ბალტიის ლიგის ლიდერობა დაიბრუნა. მორიგ ტურში გიორგი ცინცაძის “როკი” ლატვიაში “ვალმიერას” ესტუმრა და 59:54 გაიმარჯვა. უნდა ითქვას, რომ ტარტუელები ბეწვზე გადაურჩნენ მარცხს. ისინი სამი მეოთხედის შემდეგ 8 ქულით აგებდნენ, თუმცა, ბოლო პერიოდში 22:9 იმარჯვეს და მატჩი სათავისო შედეგით დაასრულეს.
 
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 25:19 წუთს ითამაშა და 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ოთხჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
 
“როკს” 10 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს და ბალტიის ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება. 21 იანვარს ტარტუეელები შინაურ კედლებში მე-2 პოზიციაზე მყოფ ლიტვურ “რუდუპისს” ეთამაშებიან.