გიორგი ცინცაძის “როკმა” შინ “ვენტსპილსი” დაამარცხა

გიორგი ცინცაძის “როკმა” შინ “ვენტსპილსი” დაამარცხა

გიორგი ცინცაძის „როკმა“ ბალტიის ლიგის მორიგ ტურში გამარჯვება იზეიმა. ტარტუელებმა შინ ლატვიურ „ვენტსპილსს“ უმასპინძლეს და 10 ქულის სხვაობით – 89:79 იმარჯვეს.
 
მასპინძელთა წარმატებაში თავისი წვლილი ქართველმა გამთამაშებელმაც შეიტანა. მოედანზე გატარებულ 16 ქუთში ცინცაძემ 6 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 3 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ბალტიის ლიგაზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში “როკს” 3 მოგება და 2 მარცხი აქვს. ამ შედეგით ტარტუელები, ჯერჯერობით, მე-2 ადგილზე იმყოფებიან და ყველა მატჩის მომგენ რიგის ვეფ–ს ჩამორჩებიან.
 
მომდევნო შეხვედრას „როკი“ 28 ოქტომბერს ლიტვაში, გუნდ „პერლასთან“ გამართავს.