სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატში თავგამოჩენის შემდეგ 17 წლის გოგა ბითაძემ იუნიორთა ჩემპიონატშიც იყოჩაღა. გუშინ ბითძემ „სმედეროვოს“ სერბეთის უმაღლეს ლიგაში გასვლით გამარჯვებს მოპოვებაში დაეხმარა, როცა 18 ქულა და 11 მოხსნა მოიპოვა, დღეს კი, უკვე იუნიორთა ლიგაში გაისარჯა და “მეგა ბემაქსის” გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.
ქართველი ლეგიონერის კლუბმა “რადნიჩკის” 97:73 სძლია, ბითაძემ კი ისევ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 29:29 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 5 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგას ტყორცნა არ გაუცუდებია. მან 6-ვე ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. შედეგად, ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“მეგა ბემაქსმა” 15 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 8 აპრილს, სტუმრად, “ზდრავლიესთან” ჩაატარებს.