საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრმა, რომელიც სერბულ „მეგა ლეკსში“ თამაშობს, ამ ქვეყნის იუნიორთა ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ბითაძის გუნდმა „ზდრავლიეს“ უმასპინძლა და 33 ქულით – 87:54 გაანადგურა.
გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქართველი ლეგიონერი გახლდათ, რომელიც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა.ბითაძემ 13-დან 11 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო,სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერდაჯარიმდნენ. შედეგად, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა, რაც შეხვედრის საუკეთესო.
მაჩვენებელი გახლდათ.“მეგა ბემაქსს”9 ტურში 7 გამარჯვება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ “ცრვენა ზვეზდასა” და“დინამიკს” ჩამორჩება. 28 იანვარს ქართველი კალათბურთელის კლუბი სწორედ ”ცრვენა ზვეზდას” ესტუმრება.