“გოლდენ სტეიტის” საშინაო მარცხი “ბოსტონ სელტიქსთან”

“გოლდენ სტეიტის” საშინაო მარცხი “ბოსტონ სელტიქსთან”

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი“ შინ „ბოსტონ სელტიქსთან“ დამარცხდა. მატჩის ბოლო პერიოდის დაწყებამდე ოკლენდელები 2 ქულით იგებდნენ, თუმცა დასკვნით 12-წუთეული 12:27 წააგეს და მიმდინარე სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციის წარმოადგენელთან პირველად დამარცხდნენ – 86:99.
„ბოსტონი“ „გოლდენ სტეიტისთვის“ უხერხული მეტოქეა. წინა სეზონში, როცა ოკლენდელები მოგებ-წაგებათა რეკორდზე მიდიოდნენ, 54-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია მათ სწორედ „ბოსტონმა“ შეუწყვიტა.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ტრავმირებული კევინ დიურანტი აკლდათ, თუმცა კარგი ინფორმაცია ისაა, რომ ის ვარჯიშს შეუდგა და სავარაუდოდ, მოედანსაც მალე დაუბრუნდება. ბოსტონელთა გამარჯვების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ მათ ოკლენდელებს ორი სროლების ჩაგდების საშუალება არ მისცეს. „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელებმა მთლიანობაში 30 ცდიდან მხოლოდ 6 სამიანი ჩააგდეს.
ზაზა ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 2 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა. ოკლენდელთაგან 25 ქულით კლეი ტომპსონი გამოირჩა, 23 ქულა კი სტეფ კარის ანგარიშზე დაგროვდა. მესამე ოკლენდელი, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა, 13 ქულის მომგროვებელი დრეიმონდ გრინი გახლდათ.
52 მოგებითა და 12 მარცხით ოკლენდელები ლიგაში პირველ ადგილს ინარჩუნებენ, თუმცა მდევარმა „სან ანტონიომ“ ჩამორჩნა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგ მატჩს „გოლდენ სტეიტი“ 11 მარტს, მინესოტაში, „ტიმბერვლულვზთან“ გამართავს.