გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონ როკეტსი სტუმრად დაამარცხა

გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონ როკეტსი სტუმრად დაამარცხა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი დაამარცხა – თანაც სტუმრად. ოკლენდელები “დალასის” დამარცხების შემდეგ ტეხასშივე, ჰიუსტონში გადავიდნენ და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგლზე მყოფ მდევარ “როკეტსს” დაუპირისპირდნენ.

“ჰიუსტონი” ბოლომდე იბრძოდა და მხოლოდ ბოლო 2 წუთში დანებდა, როცა სტეფ კარიმ და დრეიმონდ გრინმა მორიგი ქულები მიითვალეს და გოლდენ სტეიტის უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდეს. საბოლოოდ კალიფორნიელებმა 124:114 მოიგეს და კონფერენციაში ლიდერობა გაიმყარეს. ეს გახლდათ “გოლდენ სტეიტის” მიჯრით მე-9 გასვლითი გამარჯვება, რაც მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია.

როგორც წესი, სასტარტო ხუთეულში იყო ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა მოედანზე მთლიანობაში 14 წუთი გაატარა და ისე მოაგროვა  ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა, ბურთი არ დაუკარგავს. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 

ოკლენდელებს სტეფ კარიმ 29 ქულით და 9 მოხსნით ულიდერა. 28 ქულა მოაგროვა კლეი ტომპსონმა, ხოლო დრეიმონდ გრინმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა – 17 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი. თამაშში მონაწილეობა არ მიუღია კევინ დიურანტს, რომელსაც მარცხენა ფეხის კუნთი აწუხებს.

31 მოგებითა და 8 მარცხით “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ნბა-ს ლიდერია. შემდეგი მატჩი ოკლენდელებს ლოს ანჯელესში, 7 იანვარს, “კლიპერსთან” ელის.