“გოლდენ სტეიტმა” “ფილადელფია” ბძოლაში 106:104 დაამარცხა

“გოლდენ სტეიტმა” “ფილადელფია” ბძოლაში 106:104 დაამარცხა

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ მორიგი გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვა. კევინ დიურანტის გარეშე ოკლენდელებს თითოეული გამარჯვება ძვირად უჯდებათ და ასე იყო აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ფილადელფიასთან“. შეხვედრაში, რომლის უმეტეს დროს „ფილადელფია“ იგებდა და რომელშიც ლიდერი 20-ზე მეტჯერ შეიცვალა, გოლდენსტეიტელებმა 106:104 იმარჯვეს.
„გოლდენ სტეიტს“ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ შინაურ კედლებში ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი დაემარცხებინა. ბოლო პერიოდის წინ ოკლენდელები 12 ქულით – 78:90 აგენდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოახერხეს მეტოქის გატეხვა, სამიზნე გაისწორეს და მეოთხედის 28:14 მოგებით საბოლოო გამარჯვება გაიფორმეს.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 12 წუთი დაჰყო. ქართველ ცენტრს თამაშიდან სროლა არ წაუვიდა და 5-ივე საჯარიმო ააცილა. ზაზამ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 5 მოხსნით, 2 ჩაჭრით, 1 პასით და 1 დაფარებით დაასრულა. ოკლენდელთაგან 29 ქულით ბომბარდირი გახდა სტეფ კარი, თუმცა უფრო სარგებლიანი დრეიმონდ გრინი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი, 6 დაფარება და 4 ჩაჭრა მიითვალა.
ამ მატჩამდე დასავლეთ კონფერენციას და სრულიად ლიგას 53 მოგებითა და 12 მარცხით 2 ლიდერი ჰყავდა: „გოლდენ სტეიტი“ და „სან ანტონიო“. დღევანდელი გამარჯვებით ფაჩულიას გუნდი დაწინაურდა. მორიგი მატჩი ოკლენდელებს ხვალ, ისევ შინ, „ორლანდო მეჯიქთან“ ელის.