გორდონ ჰერბერტის გუნდი საფრანგეთის თასის ფინალშია!

წარმატებით განვლო საფრანგეთის თასის ორი ეტაპი გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზმა”, რომელმაც 1/4 ფინალში 98:66 მასსავით უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე “გრაველენი” დაამარცხა, შემდეგ კი 1/2 ფინალში კიდევ ერთ უმაღლესდივიზიონელს, “სტრასბურს” აჯობა 83:76. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც პარიზში 13 მაისს შედგება, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გუნდი ქვედა დივიზიონის “ნანტერს” დაუპირისპირდება.
1/4 ფინალიპო-ორტეზი – გრაველენი 98:66 (28:12, 21:28, 31:19, 18:7)
პო-ორტეზი: ფრეშო (19 ქ. 2 მ), სანდერსი (14 ქ), გრირი (14 ქ. 9 მ), მაჰინმი (13 ქ. 6 მ. 4 პ), მ. რაიტი (12 ქ).
1/2 ფინალიპო-ორტეზი _ სტრასბური 83:76 (22:20, 20:17, 26:9, 15:28)
პო-ორტეზი: ჰარისონი (20 ქ. 4 პ), მ. რაიტი (16 ქ. 10 მ. 3 პ), სანდერსი (14 ქ), რ. გრირი (11 ქ. 10 მ. 3 პ).