საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელების გუნდმა მორიგ წარმატებას მიაღწია. ევროლიგის შემდეგ ჩვენს კონტინენტზე რანგით მეორე საკლუბო ტურნირ ევროთასზე „გრან კანარიამ“ სტუმრად „სკაილაინერსი“ გაანადგურა. გერმანიაში გამართული შეხვედრა ტორინ გრინისა და მარკიზ ჰეინსის გუნდმა 71:58 მოიგო.
მარკიზ ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო, ტორინ გრინი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება. ჰეინსმა 28:21 წუთი ითამაშა და თავი 11 ქულას, 1 მოხსნას, 1 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა. მარკიზმა 5-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 სამიანი ჩააგდო.
ბურთით ტორინ გრინი
გრინი უკეთესად გაისარჯა. ტორინმა 25:10 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სამიზნეც უკეთესი ჰქონდა: 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი. კანარიელთაგან ყველაზე მეტი, 14 ქულა, სპენსერ ნელსონს ჰქონდა.
„გრან კანარია“ E ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. მომდევნო მატჩს კუნძულელები შინ თურქულ „ბანვიტთან“ გამართავენ.
სატურნირო ვითარება
გრან კანარია 2 0 155 134 4
ლოკომოტივი 1 1 151 151 3
ბანვიტი 1 1 140 147 3
სკაილაინერსი 0 2 130 144 2