გრიპის ვირუსის გამო შენგელიამ მადრიდში “რეალთან” ვერ ითამაშა

გრიპის ვირუსის გამო შენგელიამ მადრიდში “რეალთან” ვერ ითამაშა

თორნიკე შენგელიამ მადრიდში, „რეალთან“ ვერ ითამაშა, რისი მიზეზიც გრიპის ვირუსია. ქართველი ლეგიონერი „ბასკონიას“ მდრიდში ჩაყვა, სათადარიგოთა სკამზეც იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მადრიდელთა გამარჯვებით – 86:82 დასრულდა. მატჩის გმირი “რეალის” სლოვენიელი ტალანტი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 30:17 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა.
“ბასკონიას” 18 მოგება და 8 მარცხი აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 აპრილს ჩაატარებს, როდესაც ერთერთ უშუალო კონკურენტ “გრან კანარიას” უმასპინძლებს.