მეორე თამაშია, „ატლანტა ჰოუქსი“ აგებს, ზაზა ფაჩულიას კი უკვე მეორე მატჩი გაუცდა გაციების გამო. როგორც აღმოჩნდა, ქართველ ცენტრს გრიპის ვირუსი შეეყარა და მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევს. მის არყოფნაში ატლანტელები მეორედ შეხვდნენ „ორლანდო მეჯიქს“, ამჯერად ფლორიდაში და წინა მატჩისგან განსხვავებით, განადგურდნენ.
2 დღის წინ შინაურ „ფილიპს არენაზე“ „ჰოუქსმა“ 102:106 წააგო „ორლანდოსთან“, წუხელ კი 87:121 განადგურდა. ატლანტელებისთვის ყველაფერი პირველი მეოთხედის შემდეგ დასრულდა, რომელიც მათ 18:41 წააგეს. ამ მატჩში საინტერესო მეტი არაფერი მომხდარა, ორლანდოელები დიდი სხვაობით გაიჭრნენ წინ და საბოლოოდ იოლ გამარჯვებასაც მიაღწიეს.
ატლანტელებმა ამ წაგების შემგედ დაკარგეს აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილი. მათ „დეტროიტმა“ გადაასწრო, რომელსაც „ქორებივით“ 22 მოგება კი აქვს, მაგრამ ერთით ნაკლები შეხვედრა წააგო და …
ზაზა ფაჩულიას მოედანზე დაბრუნებას სავარაუდოდ მომდევნო მატჩში ელიან, როცა 11 იანვარს „ატლანტა“ შინ „ფილადელფიას“ დაუხვდება.