ჰარისის და ფარღალავას 65

ჰარისის და ფარღალავას 65

 „სოხუმმა“ ქორქია–საკანდელიძის
მემორიალის პირველ ტურში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა. სოხუმელებმა
იუჯინ ჰარისისა და ლაშა ფარღალავას ძალისხმევით იოლად დაძლიეს სტუ–ს
წინააღმდეგობა.

სოხუმელებმა სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ 2 უცხოელი მოთამაშე
დაკარგეს – ლიტველი პეტრას ბალოჩკა და ამერიკელი მაიკ მაქქერი. შესაბამისად,
გუნდის ხელმძღვანელობამ შემადგენლობა გააძლიერა: სტუ–დან გუნდის ერთ–ერთი ლიდერი
ზვიად ანთაძე გადაიყვანა. ანთაძეს პირველივე მატჩში საკუთარი გუნდის წინააღმდეგ
მოუწია თამაშმა და მისდა გასახარად, გამარჯვება მოახერხა.

სოხუმელებმა პირველი და მეორე მეოთხდი ერთნაირი ანგარიშით – 25:19
მოიგეს. მეორე მეოთხედის შუაწელში სტუ–მ სპურტი მოაწყო და ანგარიში გაათანაბრა,
თუმცა ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა მოთამაშეებმა მალევე გამოასწორეს ვითარება.
ლაშა ფარღალავამ და იუჯინ ჰარისმა ჯამში 65 ქულა შესძინეს თავის გუნდს, რითაც
მეტოქეს წარმატების შანსი გადაუწურეს. 

ხვალ, 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით
მემორიალზე დასვენებაა.

მიხეილ
ქორქიასა და
ზურაბ საკანდელიძის
მემორიალი. რუსთავი.
18 იანვარი

 

სოხუმი
104:85 სტუ  

25:19
25:19 25:25 29:22

სოხუმი: ფარღალავა (35ქ, 9მ, 5პ, 3ჩ), ჰარისი (30ქ, 5პ), ჩლაიძე, კვეტენაძე
(4), შანიძე (4), სორდია (6), კანკია, კოპალიანი (6),რ. დამუსი (15ქ, 13მ), ანთაძე
(4)

სტუ: ჭოხონელიძე (8), ვ. ბერუაშვილი (15), ჩიკვილაძე (18),
გასიტაშვილი (2), თევზაძე (2), კობიძე (8), ჯანგველაძე (14), ჩალიგავა, ლაშქარაძე
(6), მჭედლიშვილი (2), ძიძიგური (8), ახალკაცი (2)

მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დემურ სადღობელაშვილი

კომისარი: როლანდ გელოვანი

 

 

ენერჯი                      1          1          0          74:43              2

სოხუმი                      1          1          0          104:85             2

სტუ                           1          0          1          85:104             1
დინამო                      1          0          1          43:74              1