ჰიკმანის 23 ქულა და გამარჯვება მეოთხედფინალურ სერიაში

ჰიკმანის 23 ქულა და გამარჯვება მეოთხედფინალურ სერიაში

ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და ნახევარფინალში გასვლამდე 1 გამარჯვებაღა აკლია. თელავიველება “გალილ გილბოას” უმასპინძლეს და მეტოქეს გამანადგურებელი მარცხი აგემეს – 93:67.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე რიკი ჰიკმანი გახდა, რომელმაც შესაშური შედეგიანობა გამოავლინა და 24 წუთში 23 ქულა მიითვალა. რიკიმ 8-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 23 ქულასთან ერთად საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ 3 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.
სერიის მომდევნო შეხვედრა გალილეაში 12 მაისს გაიმართება.